ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2015


განშორების წინ

ფრჩხილებს ვიკვნიტავ სისხლისდენამდე,
თვალებს ვიფარავ ხელის გულებით,
უკვე არ ვფიქრობ გადარჩენაზე,
არ მედარდება უკვე სრულებით.
არ ღირს მის გამო ახლა გმირობა,
სულაც არ არის ის ამის ღირსი,
არ მიშუშდება დღემდე ჭრილობა.
მისგან ნასროლი არც ერთი ისრის.
მიმზერს და ღიმილს მაცლის სულიდან,
უყავარს სისხლისგან  როცა ვიცლები,
ვიცი რომ ერთხელ ნამდვილად მომკლავს
ალბათ მზადააქვს უკვე ფიცრები,
თუმც სიყვარულის არააქვს  ძალა,
სულ სიყვარულზე მეჩურჩულება,
მე ფრჩხილებს ვიკვნეტ სისხლისდენამდე ,
და  ფიქრს ვიფარვ ხელისგულებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები