ნაწარმოებები



ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2015


სიცარიელე.

ვფიქრობ და გიხმობ,ვთვრები და ვტკბები,
ვერ ვძლებ და გეძებ,გეძებ და არ ხარ,
გავშალე ბოლო იმედის ფრთები,
თუმც უიმედო განაჩენს გავხარ.
გაბზარულ ღრუბლებს ეღვრებათ ლავა,
გაბზარულ გულში,გნიასობს სიცხე,
მზისმაგვარ სიტყვებს,ზღვასავით ყლაპავ
და ჰორიზონტულ სიმშვიდეს იჩენ.
ფითრდება სივრცე ჰარპიის ხმაზე,
ისევ აბსტრაქტულ ზმანებას ვხატავ,
გიპოვე რაღამც.გეხვევი ტანზე
მე-ნისლი, მზეს და სიცოცხლეს ვკარგავ
იყუჩე გულო! ვიცი გიყვარდა!
ვიცი გიყვარდას მძიმედ ინელებ,
ჩემი ხელები
სიყვარულით იჭერს ვიღაცას
და გულში იკრავს
გულში იკრავს
სიცარიელეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები