ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2015


ოთახის სარკმლიდან

      იცით! მე თქვენ მიყვარხართ, ადამიანები. მიყვარხართ თქვენი სპეტაკი და გულღია სულით. თბილი, სიყვარულით სავსე ღიმილი და ისე დაუოკებელი ლტოლვა რასაც განშორება იწვევს. არა აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ხნით მოხდა თუ მცირედით. სწორედ ის გრძნობა მიყვარს თქვენში, ორი ადამინი რომ ერთმანეთს უფერადებს ლამაზ დღეებს და მას ენით აღუწერელად მშვენიერს ხდის. ენით აღუწერელი იმიტომ რომ ის არ არსებობს, მას ვერც აღიქვამ და ვერც ვერსად შეამჩნევ. ის უნდა მხოლოდ იგრძნო და ასეც არის. მეც მსურს რომ თქვენსავით მოუცლელი ვიყო. მუდამ სადღაც მეჩქარებოდეს და ყოველი დღე არ იყოს ერთფეროვანი. მყავდეს მეგობრები, ვუყვარდე, ჩემზე ნერვიულობდნენ და ჩემსას განიცდიდნენ. სახლში მისულს მშობლები მეგებებოდნენ, ემოციით სავსე თვალებით და სანამ მოვწესრიგდებოდე, ყველაფერი გამოეკითხათ გასული დღის შესახებ. ან სარკმელთან მჯდარი მოხუცი ბებია, ჩვეული თბილი მზერით  და ის სიტყვები, მისი ტკბილი ბაგე რომ გამოსცემს ჩემს დანახვაზე. ალბათ, ასეთი სამყარო მხოლოდ ჩემშია. ის მე შევქმენი. სხვა შემთხვევაში, მე ახლანდელ რეალობაში არ ვიცხოვრებდი. იმიტომ რომ აქ ასეთი ისტორიები თავის ხელით გააქრო დრომ. აქ ღვარძლმა და ბოროტებამ მოიცვა ყოველივე და სიყვარული... ნეტავ შემოგრჩათ სიყვარული? რისი დანახვაც მომწონდა და ახლა კი ის არ ჩანს. ან უბრალოდ რაღაცის "ჩრდილში" იმყოფება. აი ჩემში კი შემორჩა სიყვარული. იმიტომ რომ მე, ფანჯრის რაფაზე 3 წლის გოგონას მიტოვებული თოჯინა ვარ სარკმლიდან მომზირალი. ყოველდღე გიყურებთ თუ როგორ მიმოდიხართ აქეთ-იქით და არა ადამიანურად შორიდან გეტრფით. იმ ხშირი გრძნობების გამო რაც მე არ გამაჩნია. მე რომ თქვენ ვიყო, მე არ ვიქნებოდი ისეთი როგორიც თქვენ. მე აღვადგენდი ჩემში იმ გრძნობებს, რაც მხოლოდ წიგნის ფურლებზეღა შემორჩა: თავმდაბლობა,პატრიოტიზმი,ღვთისმოშიშობა,თანადგობა........ სხვანი და სხვანი. და მაინც, რატომ მიყვარხართ?! მე ხომ არ ვარ უფალი. მე უბრალო დავიწყებული თოჯინა ვარ. ალბათ იმიტომ რომ შენ მე შემქმენი ადამიანო და მერე თავადვე მიმატოვე და დამივიწყე ისევე როგორც, მაღლა ჩამოთვლილი გრძნობები და თვისებები. იცით! კითხვა მინდა რომ შემეძლოს.მაინტერესებს ასეთს რა ემოციებს აღძრავს რომ მისი დასრულების შემდეგ ზოგს ცრემლებსაც რომ ჰგვრის.
მეტად საინტერესო ხარ ადამიანო. თუნდაც იმიტომ რომ მე, ჩემი პატარა გოგონა, ჩემი მცირედი გრძნობებითაც კი მიყვარდა. თქვენ კი... ერთმანეთსაც აღარ აფასებთ. მაშ სხვა რა დაგრჩენიათ დასაფასებელი გარდა ადამიანური გრძნობებისა. მატერიალური?! ნუ შეგრცხვებათ. (მეღიმება) უბერებელი გრძნობა- საკუთარი ცოდვებისგან გამოწვეული სირცხვილი. ნეტავ ეს სინანული იყოს და არა სირცხვილი. გამოფხიზლდით! თუმცა ზოგ რამეში ალბათ ვცდები. ახლა თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას და ყოველიდღიურად უყუროთ თქვენს ცხოვრებას სარკმლიდან, მაშინ ბევრ იმ დეტალს შეამჩნევდით რასაც განვიცდიდი თქვენზე. სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება თოჯინამ ისაუბროს ადამიანის გრძნობებზე?!
თქვენთვის ერთმა უბრალო ნაჭრის ნაგლეჯმა...

                                            ~Fin~

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები