ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2015


ასე ერთ დილას

ასე ერთ დილას სათქმელი რომ ლამის დაგახრჩობს,
გახვალ ზღვაზე და ჩაისუნთქავ თითქოს აფხაზეთს,
მერე წახვალ და გადმოდგები ხანძთის გუმბათზე,
ხელისგულივით გაგეშლება თვალწინ სამშობლო.

დატრიალდება თვალწინ ყველა ცუდი ამბავი,
როგორ გაგყიდეს,როგორ მოგკლეს,როგორ დაგმარხეს,
ნაფრესკალები დამიტოვეს,ნატაძრალები
რა გავიარე თვითონ მიხვდით ახლა დანარჩენს,
ვიტყვი ერთხელაც,რადგან სისხლიმ  მიდუღს მაჯებში,
რომ ერთი წამით არ ვოცნებობ სხვების ჩეროზე
და თვალები ღირს გეფიცები ერთ ქართველობად
ფერეიდანში რომ ტირიან საქართველოზე.
და ვიტყვი კიდევ,ქართველობა მაინც ტვირთია,
მერე სხეულზე ამოტვიფრულს დავხედავ რუკას
და ამ საზღვრებად გავლებული ძარღვები მახრჩობს
ვიცი,სოხუმში დამარხვაზეც მეტყვიან უარს.


ისევ  მოლოდინს დაყრდნობილი ვცხოვრობთ ბურუსში,
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ გველიან,
და სანამ ვფიქრობთ ენგურს გაღმა ფეხის გადგმაზე,
იცოდეთ ყველამ საქართველოც სოხუმელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები