ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათელა შუბლაძე-ნარმანია
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2015


თ ო ვ ა შ ი

    ბოლოსდაბოლოს, ცამ გული გადაგვიშალა.
    ნატვრა უნდა ავუხდინო ადამიანსო, თქვა და თეთრ ფანტელებს გვიგზავნის.
    ეს უკვე, რახანია, დღე და ღამე გულუხვად რომ ბარდნის.
    უძილო ღამეები უდგას ცას - სულ იმის ფიქრშია, რაც შეუძლია მეტად გაანათოს ჩვენი არემარე.
    ჰოდა, თოვს და თოვს.
    სულში კი ნატვრის ახდენის იმედია - ბევრი თოვლი.
    მეც მიხარია, როცა, ირგვლივ, თვალისმომჭრელი ნათელი დგას.  მაგრამ...
                                                                                             
                                                                                            1988 წლის, 6  თებერვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები