ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2015


რედი

გამარჯობა, მე მტრედი ვარ, სახელად რედი ...
რედი ეს , ჩემმა შორეული ქვეყნიდან მოფრენილმა მეგობარმა შემარქვა , ჩემი განსაკუთრებული ნიშანის გამო , თუმცა... არა,მოდით ეს ''თუმცა'' ბოლოსთვის იყოს .ჯერ ჩემს მეგობარს გაგაცნობთ , მას საიმონი ჰქვია , ის ჩემზე გაცილებით უფროსი და გამოცდილია , მსოფლიო აქვს შემოფრენილი , რას არ გაიგონებ მისგან , რისი მნახველი და მოწამე არ გამხდარა ... მტრედი კი არა ნამდვილი ენციკლოპედიაა ! რჩევები ულევად აქვს შემონახული და სულ უსასყიდლოდ არიგებს , თუმცა სიტყვაძუნწია არ უყვარს ბევრი საუბარი , იუმორთანაც მწყრალადაა , ამტკიცებს:„ცხოვრება მაინც ისეა მოწყობილი თითოეულ ჩვენგანს დაგვცინის და მე რაღატო ავუბა მხარიო“.მე სულ სხვაგვარად ვთვლი, მაგრამ ეგ მერე იყოს, ისევ ჩვენს საიმონს მივუბრუნდეთ . როგოც უკვე მიხვდით ის ცხოვრებისგან გამობრძმედილი , არნახული გამოცდილების მქონე მტრედია, რომელსაც როგორც თავად უწოდა ერთი „ოქროს რჩევა“ აქვს ყველა მეგობრისთვის შემონახული, ეს რჩევა ასე ჟღეს : „არასდროს ენდოთ ადამიანებს“ ! . . .
იმ დღეს , შიმშილმა ისე შემაწუხა , როგორც ყოველდღიურად იცის ხოლმე , მეც ყოველდღიურობის მონოტორულობა არ დავარღვიე და ერთ ნაცნობ სკვერში მივფრინდი , სადაც ათასნაირი სასუსნავი მეგულებოდა...  ხის ერთ ფოთოლგაცვენილ ტოტზე ჩამოვჯექი, რომელსაც შემოდგომის ხელი საკმაოდ კარგად ეტყობოდა და იქედან დავიწყე დაკვირვება: რომელ დასასვენებლად გამოსული ადამიანის ფეხებთან შეიძლებოდა მიფრენა, რომელთან უფრო კარგი „მენიუ“ მელოდა და რაც მთავარია რომელი იყო ისეთი მშვიდობისმოყვარე , მე რომ არ დამიპირებდა დაჭერას. (ეს არაერთხელ უცდიათ სხვა მტრედებზე და მეც მტრედი ვარ, რა ვქნა?!  მეშინია!)
თუმცა ზოგადად ადამიანები მიყვარს, ჩემეული შიშები მაქვს თორემ , სიმართლე რომ გითხრათ ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ , ეგ კი არა ერთხელ ისე ახლოს მივედი ერთთან, ხელითაც კი შემეხო ჩემს საამაყო მარცხენა ფრთაზე , თუმცა შიშმა თავისი ქნა და უმალვ გავეცალე ...მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს იქვე ხის ძირას, დედა- შვილი შევამჩნიე, ორივენი გემიელად შეექცეოდნენ ,ჩემი უსაყვარლესი, მზის ყვავილის ნაყოფს , წამიც არ იყო გასული მათ ფეხებთან აღმოვჩნდი და მათსავით მეც გემიელად შევუდექი , ჩემებურ კენკვას ... ბავშვის ყურადღება მალევე მივიქციე , არც დედას დავრჩენილვარ უყურადღებოდ, ამაში ჩემი გარეგნობა მეხმარებოდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ.. ბავშვი მკვირცხლად წამოდგა სკამიდან, მზესუმზირა ბლომად გადმომიყარა და დამაკვირდა ... მე, რა თქმა უნდა რის მტრედი ვიყავი თავი ამაყად რომ არ დამეჭირა და მართალია შეშინებული, მაგრამ მაინც არ მივსულიყავი გემრიელ ლუკმამდე! მივედი კიდეც , თავიც დავხარე ნისკარტშიც მოვიქციე საუზმე , ის ის იყო გემრიელ „ყლაპს’’გავაკეთებდი  , რომ ვიღაცამ თუ რაღაცამ ბრძანებლურად დამიკიჟინა ჩემთვის გაურკვეველი სახელი „რედ“ გაფრინდი!  იქვე მკერდთან გამიარა , ფრთა შემომარტყა და იქაურობას ფრთხიალ-ფრთხიალით გამაცალა...
გულგახეთქილი იმ ტოტზე მოვიკალათე წეღან , რომ სათვალთვალოდ გამომადგა და შევეცადე ამეხსნა რა მოხდა ? როგორ მოხდა ? და რატომ მოხდა ? მე ხომ უბრალოდ დანაყრება არ მაცადეს ! ცოტა არ იყოს სიბრაზეც შემოიჭრა ჩემში....
ფრთების თქაშუნის ხმა მომესმა კუდს უკან , რომელშიც საკმაოდ გასარჩევად ისმოდა სიტყვები -

-საიმონი, შენ ალბათ რედი , ან დღეიდან რედი!
რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა , მოფრინდა ვიღაც, ჩემზე გაცილებით უფროსი ,ღონიერი , მტრედი, თურმე საიმონი , რასაც ასე ამაყად მეუბნება, ჩემდა უკითხავად, მე ,სახელსაც მარქმევს , საუზმის ჭამას არ მაცდის და თან მიცხადებს , რომ დღეიდან "რედი" მერქმევა ანუ დღეიდან მასთან მომიწევს ურთიერთობა! არაა ეს მტრედი საერთოდ არ ჰგავდა მშვიდობის სიმბოლოს , პირიქით ძალადობის სიბოლოდ უფრო გამოდგებოდა , განსაკუთრებით მისი ერთი ფეხი , ნახევრად რომ ჰქონდა შერჩენილი, მეორე ნახევარს კი ალბათ თავადაც არ იცის  რა გზა ეწია...
-საიმონ! (ვერ ვბრაზდები, ხოლმე მაგრამ როგორც შევძელი აი იმ ტონით მივმართე), იქნებ ამიხსნათ ჩემს ყოვლდღიურ მშვიდ ცხოვრებაში , რომელმა ქარმა გადმოგაფრინათ?!
-ამჯერად, დასავლეთის ნესტით გაჯერებულმა ქარმა მომავლინა შენს მხსნელად , რედ...
-მხსნელად? რისგან მიხსენით ?! მტრედებზე მონადირე აჩრდილისგან ხომ არა?! (ირონიულად შევეპასუხე ) და საერთოდ რედს რატომ მეძახით ?!
-აჩრდილი არა, მაგრამ იმ ბავშვს შეიძლება არჩილი კი ერქვა ,შენს დაჭერას, რომ ლამობდა(თითქოს არ ჩამომრჩა ირონიაში) ...
რატომ რედი? ალბათ სწორედ იმიტომ მაგ მარცხენა ფრთაზე, წითელი კაკშაშა ბუმბული რომ ამოგსვლია და სხვა მტრედებისგან , როგორც ცა და დედამიწა ისე განგასხვავებს, სწორედ მაგ სიწითლის გამო დღეიდან შენ ''რედი" გქვია ... “red”  ანუ წითელი კიდე ვერ მიმიხვდი?!
-აჰა, ეხლა გასაგებია, ოღონდ სახელი რატომ შემარქვი- ის. აი ბავშვისგან რატომ გგონია რომ მიხსენი?! იქნებ უბრალოდ მოფერება სურდა?!ან რატომ უნდა დავეჭირე ?! პირიქით მან იმდენი საკენკი დამიყარააა ... არაა არ მჯერა , ადამიანებს სხვაგვარად ვაფასებ მე!
-რედ! შენ ახალგაზრდა გამორჩეული მტრედი ხარ , თავიდანვე რაღაც დადებითი გამოიწვიე ჩემში , ამიტომაც მეგობრულად ჩემს ერთ  „ოქროს რჩევას“ , მოგცემ (უსასყიდლოდ) დაიხსომე: არასდროს ენდო ადამიანებს!!
აბა ფეხზე კარგად დამაკვირდი!
-ჰო, ეგ პირველივე შევნიშნე ,  მაგრამ...
-არა მომისმინე, აი ეს ფეხი ერთ „სანდო“ ადამიანთან ბრძოლისას დავკარგე , როცა ჩემი თავისუფლების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა! მე მაჭმევდა ის , მე მიფარებდა ის , მაგრამ  ბოლოს გადაწყვიტა რომ მხოლოდ მისი ვყოფილიყავი..არაა! არ შეუძლიათ ადამიანებს ეს უპასუხო ზრუნვა , არ შეუძლიათ!! რაღაც საკუთარი ''სარგებლის საზომი'' აქვთ და თუ იმ საზომს რაიმე ''სასარგებლო ტვირთი'' არ ჩამოეკიდა , ისე ნამცეცსაც არ გადააგდებენ სამადლოდ , სანამდეც ჩემი მიფრენა ამხიარულებდა , იმ ჩემს „სანდო მეგობარს“ მანამ არაფერი მოუკლია , აი მერე კი უფრო მეტი მოუნდა , დამისება მოუნდა , როცა ეს შევამჩნიე გავერიდე და ცოტა ხნით აღარ ვაწუხებდი, თუმცა ვაი! რომ შენსავით გამოუცდელი და გულჩვილი ვიყავი რედ! ვაი რომ მივუბრუნდი ერთ დღესაც... ის დღე კი ჩემთვის გარდაცვალების და დაბადების დღე იყო ერთდროულად , ძლივს დავუსხლტი ხელიდან , ფეხი კი , ფეხი სარკმელში მომყვა გაფრენისას რომ მიმიკეტა , მაგრამ მეორე ფეხსაც დავთმობდი იქვე, ოღონდ კი ჩემთვის თავისუფლება არ წაერთმიათ , ოღონდ კი მეფრინა უწინდებურად ისე როგორც მე მსურს !!
ამიტომ გახსოვდეს რედ! არასდროს ენდო ადამიანებს....
-დასაფიქრებელია საიმონ, თქვენი მონათხრობი , ნამდვილად დასაფიქრებელი , მაგრამ ხომ არსებობენ ისეთებიც , რომლებიც არაფერს ელიან შენგან და უბრალოდ უხარიათ , ჩვენი დაპურება , უბრალოდ უხარიათ ჩვენი მიფრენა მათ ფანჯრებთან და უბრალოდ ვუხარივართ ისეთები , როგორებიც ვართ ...
-ყმაწვილი ხარ რედ! ჯერ ყმაწვილი! (მკაცრად მითხრა და ელვის სისწრაფით გაფრინდა, თან მომაძახა მალე გნახავო)
მომაძახა და არც მოვუტყუვებივარ , ძალიან მალე კვლავ მიპოვა (ჩემს გამორჩევას და მიგნებას ისე ბევრი არაფერი ცდა არ სჭირდებოდა , ყველა მცნობდა , ჩემი ფრთის გამო,თან ეხლა სახელიც შესაფერისი მქონდა-რედი!)
როგორც თავშივე იწინასწარმეტყველა საიმონმა -დავმეგობრდით, უამრავ რაღაცას მასწავლიდა ყოველ დღე  , უამრავ ისტორიას მიყვებოდა , მიყვებოდა გემებზე,ოკეანეებზე , მწვერვალებზე , სხვადასხვა ქვეყნებზე .... საოცარი იყო ჩვენი ურთიერთგაგება ყველაფერზე ვთანხმდებოდით , ყველაფერზე ერთი აზრისანი ვიყავით, გარდა ერთისა „არასოდეს ენდო ადამიანებს“ ეს ის წინადადება იყო რომლის ჭეშმარიტების არადა არ მწამდა , ან თუ მსწამდა იმას მაინც ვერ დავუშვებდი , რომ ყველაზე ერთნაირად მეფიქრა და ყველასთვის უნდობლობა გამომეცხადებინა.....
ის ზამთარი საკმაოდ ცივი და უჩვეულოდ მშიერი გამოდგა , სად არ დავეძებდით საკვებს ...
ერთ დილით ერთმა ახალგაზრდამ , სულ ეხლახანს რომ შეღინღლოდა სახე წვერ-უვაშით , აივანზე პურის ნამცეცები დაყარა , მე და საიმონი იქვე ვისხედით და ვფიქრობდით სად შეიძლებოდა საკვების მოპოვება .... შევნიშნე თუ არა ნამცეცები საიმონს მყისვე ვუთხარი ,თვალებგანათებულმა. საიმონმა თავისი ჩვეული სიმკაცრით ადამიანების უნდობლობაზე მიმითითა და მითხრა ,რომ არ ღირდა ჩაფრენა , რადგან დიდი შანსი იყო , სადმე ახლო- მახლოს , მახე რომ აღმოჩენილიყო...
შიმშილი იმდენად იყო ჩემში შემოჭრილი და თან საიმონოს უნდობლობისაც იმდენად არ მეჯერა, რომ ყურიც არ ვათხოვე და ჩავფრინდი!
ჰოდა აი ზუსტადაც მოვიქეცი , დავნაყრდი . არავითარი მახე არავითარი საშიშროება , ჩემთვის მშვიდად მივირთმევდი და ვტკბებოდი ჩემი სიმართლით, ადამინების  ადამიანობით და იმითაც რომ საიმონისთვის ნდობის დაბრუნება შეიძლებოდა, ის რა თქმა უნდა ჩემი დაუჯერებლობით გაბრაზებული უცებ გაფრინდა და აღარ დამელოდა,მაგრამ ვნახე თუ არა მაშინვე ვუამბე , რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც მასე ეგონა,რომ ყველა ადამიანი არ იყო უნდობლობის  ღირსი!!!
არაა , ერთადერთი პასუხი მოვისმინე , მრავალჯერ მოსმენილი, თავისი „ოქროს რჩევა“...
რა ვქნა ერთ დღეში არ შემეძლო პირამიდის აშენება , რომლის თავზეც საიმონი იყო, ძირზე კი ადამიანები.
ხუთი დღე ... ზუსტად ხუთი დღის განმავლობაში მე ზუსტად ვიცოდი სად უნდა მივსულიყავი , სად უნდა მეშოვა საკვები და სად დამხვდებოდა მომღიმარი ყმაწვილი ,უსასყიდლოდ რომ ზრუნავდა ჩემზე...
მეექვსე დღეს , დილით საიმონი თითქმის დავითანხმე წამოსვლაზე, აი ის ის იყო ირწმუნებდა ჩემს ნათქვამს და საბოლოოდ მოიშორებდა იმ თავის „ოქროს წესს“, რომ წამოსვლა ერთი დღით გადამიდო ზუსტადასე მითხრა - ხვალ აუცილებლად წამოგყვებიო!
მაგრამ ხვალ აღარ ყოფილა .
მივფრინდი ... უკვე ტრადიციული საკენკი და მომღიმარი სახე დამხვდა, მეც ჩემი წითელი ბუმბული კარგად გამოვკვეთე , ერთი ორი საიმონის ნასწავლი ტრიუკი გამოვიყენე ცაში და ოსტატურად დავეშვი აივანზე...
მივირთმევდი და ვტკბებოდი ყველაფრით : ცხოვრებით, ადამიანებით, თავისუფლებით და რაღა თქმა უნდა ჩემი გამარჯვებით საიმონთან , გამარჯვებას კი სიკეთის სიტკბო ჰქონდა , ცოტა ხო არ არი , ამ გამოცდილ მტრედს რწმენა დაუბრუნო და ამხელა დამაკავშირებელი პირამიდა ააგო , რომელიც ხვალ ზუსტად ვიცოდი რომ რეალობად იქცეოდა !!
მზის სხივი ხელის ჩრდილმა დაფარა... სწრაფად შევიშმუშნე, ფრთები შევათამაშე და კუდს უკან მოვიხედე - ჩემკენ ხელი მოიწევდა , მთელი ძალით მოვკეცე ფრთები , თითქმის გავფრინდი, მაგრამ ჩამავლო , მარცხენა ფრთაზე ჩამავლო, თუმცა თავისუფლების დაკარგვა ჩემს „საფირმო ნიშნადაც“ არ მიღირდა , ღონივრად მოვზიდე ფრთა და ხელში შევუტოვე საამაყო წითელი ბუმბული ჩემს მომღიმარ ყმაწვილს...
საიმონის მრცხვენოდა...მე ყველაფერი დამემსხვრა რასაც ვამტკიცებდი, თუმცა გამართლებას გულის სიღრმეში მაინც ვეძებდი !
საიმონს ყველაფერი მოვუყევი , ისიც მთელი სიამაყით და საკუთარი გამოცდილების სისწორეში დარწმუნებით მისმენდა , ბოლოს მითხრა ფრთა მაჩვენეო. კარგად დამაკვირდა ,ამომხედა და მითხრა: ეხლა შენ რედი ხარ, „რედი“ -ს გარეშეო ,თავისი ნახევარფეხი ფოთოლს მიარტყა თავი მაღლა ასწია და უწინდებული მბრძანებლური ტონით დასძინა-ახალგაზრდა მტრედო გახსოვდეს : „არასდროს ენდო ადამიანებს!“
მე დარცხვენილი უპასუხოდ გამოვბრუნდი , საიმონს გავეცალე და მაღლა , მაღლა ავფრინდი ... მრცხვენოდა საიმონის , მრცხვენოდა ჩემი თავის, მრცხვენოდა ადამიანების ,მაგრამ არ მრცხვენოდა ჩემი რწმენის , რომელიც გულში მაინც ჩამრჩენოდა და მართალია საიმონთან ვერ გავბედე თქმა ,თუმცა  ფიქრით კი მაინც მეფიქრებოდა ! - იქნებ მას ,მხოლოდ მოფერება სურდა ჩემი და სხვა არაფერი...

2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები