ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2015


ძმა

                                                                                                                                                                                                                         
მისი დაბადება მახსოვს. დედამ ჭინჭებში გადახვეული მოიყვანა. მამა ლაბრაში იბრძოდა ამ დროს, იქ მამცნესო ბიჭის დაბადება და იმდენი გავისროლე, გავაწითლეო ცა...გვიან გამოუტყდა შვილს, ავტომატის ჯერი კი არა, ერთი ტყვიაც ვერ გავისროლე ,სად გვქონდა ტყვია-წამალიო?! მერე დედამ თვეებისა დამიტოვა და სამუშაოდ გავიდა. ბებოს ეპილეფსია ჰქონდა და ორივეს ვდარაჯობდი. მჭადის ფქვილს ვაჭმევდი, მოხალულსა და მოუხალავს მონაცვლეობით. თხუთმეტ წელს ვიფუსფუსეთ ერთად. ის ავადსახსენებელი თებერვალი არ იშლება !
- შენთან დავწვებიო რაა, დიდი ხარ თქო უკვე...
- შეყვარებულს უნდა შევხვდე, მობილური მათხოვეო, იყიდე და გექნება მეთქი ...
ბოლოს კი ზარი იყო მისგან...
- ახლა არ მცალია, მერე დამირეკე თქო...
არ ვიცი, იმ დღეს რამ მომაფიქრა წიგნების დალაგება...
მე რა ვიცოდი, რა ვიცოდი, რომ ეს საბოლოო კავშირი იყო?!
რა ვიცოდი, რომ საღამოს უჩვეულო მასპინძელი ვიქნებოდი უამრავი დაუპატიჟებელი სტუმრისა?!
რა ვიცოდი,რომ მთელი ცხოვრება ვინანებდი ნაადრევად გათიშულ ზარსა და ვერ მოცლას?! როცა აკვანში ჩაკრულს არტახებს შემოვხსნიდი და გულზე ვიხუტებდი ატირებულს, რას წარმოვიდგენდი, რომ თხუთმეტი წლის მერე ვიღაცა იძულებით გაჰყრიდა სიცოცხლეს და სიკვდილის არტახებს ძალუმად შემოუჭერდა ...
მე კი...
რა სამწუხაროა, საყვარელი ადამიანის დაბადება და გარდაცვალებაც რომ გახსოვს !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები