ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2015


ფაიფურის პოეტები

ჩვენ პოეტები ვართ,
სიგიჟის პოეტები, გაგიჟების უუფლებობით.
არ შეიძლება უგონოდ მთვრალები,
ტალახიან მიწაზე დავსხდეთ და ლექსები ვიკითხოთ
ერთადერთი შარვლის გაფუჭების შიშით.
და მაინც ვსხვდებით,
და მაინც ვკითხულობთ,
და მაინც ვგიჟდებით.
ასე იყო
ასე არის
და მუდამ იქნება ასე
თიხის მძერწავის ხელები, მოლარის ხელებზე სუფთაა.
ჩვენ ფაიფურის პოეტები ვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები