ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკოლოზ გოდერიძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2015


" წინა ცხოვრება "

წინა ცხოვრებაში შენ იქნებოდი ფრანგი მხატვარი,
გეყოლებოდა მსახურები თითებზე  დათვლით,
შენ პრაქტიკულად იქნებოდი მუდამ მართალი
საღამოობით მელოტ ხეებს დაღლიდი ხატვით.

შენ გექნებოდა ოთახი და ოთახის ბოლოს ,
კარი რომელიც პალიტრას და ფუნჯებს ატყვევებს
და საღებავი რომელშიდაც შუქჩრდილი ცხოვრობს,
შენი ხელიდან იძერწება შენით მეტყველებს.

პუნქტუალურიც იქნებოდი შენ ალბათ რადგან
შენი თვალები იქნებოდნენ ღვთიური ფერის,
თქვენობით არა, მოგმართავდნენ ძვირფასო მადამ
და ალბათ ფრანგულ ენაზევე დაწერდი წერილს.

რომლის შინაარს გააცნობდი თავხედ მამაკაცს,
ჭკუა დაკარგულს უფრო მეტად გააგიჟებდი,
შეადარებდი დონჟუანს და ყველა არაკაცს
და ამას იქეთ ერთ სიტყვასაც აღარ მისწერდი.

შენს აბრეშუმის ფუნჯებივით ზეაპყრილ ხელებს,
ნატურმორტიდან საღებავის ალში გასვრიდი,
შეაზავებდი ქიმიკოსი გიჟივით ფერებს
და შთაგონებას დაშრიტავდი სულ მთლად დაცლიდი.

შენ იქნებოდი ფრანგი ქალი და ალბათ ქმარიც,
გეყოლებოდა ვინაიდან ჩვევაა შენი,
გყავდეს ისეთი კაცი გვერდზე ჩუმი და წყნარი
რომ შენს ცხოვრებას შეუშალოს ვერ შეძლოს ხელი.

ალბათ უფალთან გექნებოდა მრწამსი და ფიცი
ბიბლიის კითხვით შეიძენდი სულიერ ცოდნას,
შენ ღვრთისმოშიშიც იქნებოდი და ზუსტად ვიცი,
ყოველ წირვაზე ივლიდი და იტყოდი ლოცვას.

შენ პრაგმატულიც იქნებოდი და ვიცი სადღაც,
მარტოობაზე გექნებოდა სევდა მიკლული
და რომელიმე ეკლესიის კედელზე ალბათ ,
შენც იქნებოდი შორი-ახლოს ამოტვიფრული.

მე ნუ გამკიცხავ დახურული ოცნების წრე ვარ,
წინა ცხოვრების ეპიზოდებს ხელზე ვიწერდი,
არ შემიძლია გაპატიო რადგანაც მე ვარ,
თავხედი კაცი რომ დაპირდი აღარ მისწერდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები