ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2015


უღრუბლო ელვა...

მიზანი,
(თითქოს უღრუბლო ელვა),
მოვკვდე და ცოცხლად ვრჩებოდე მკვდარიც.
როგორც ყოველთვის, გვერდში მყავს ყველა,
როგორც ყოველთვის, მარტო ვარ მაინც.
შენ კრიფე ჩემი ცრემლების ღვენთი,
რომ სხვისი პეშვი არ დაუბედო.
ჰო, სიყვარული თუ არის ღმერთი,
ვარ ქრისტიანი, მაგრამ უღმერთო
და დამხობილი შენსავე ფერხთით,
გიხსნი რამდენად უაზრო არის,
შეგეძლოს იყო პოეტის ღმერთი
და
სხვის ღმერთობას ნატრობდე მაინც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები