ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თ ო რ ნ ი კ ე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2015


ნახატი წიგნში

სიცივეა და  წვიმის ხმაური ,
წვიმის ხმაური ოთახში წვიმდა,
წვეთებში იყო შენი აურა
შენი სახე კი ყველაზე წმინდა.

ვიხსენებ, როგორ იჯექი მარტო,
მარტო იჯექი ყვავილთა რიგში
მარტო იჯექი ვერ ვხვდები რატო
რატო იჯექი მარტო და რისთვის.

თითქოს ამინდი გლოვობს გარდაცვლას,
წვიმის წვეთების ანდა არვიცი,
თითქოს ღრუბლებმა წვიმა დამარცვლა
ისე საშინლად წვიმს და განვიცდი,

რომ შენ იჯექსი ყვავილთა რიგში,
იჯექი დუმდა ქალაქი, ზეცა
და შენ იყავი ნახატი წიგნში
სადაც ღრუბლები და წვიმა გეცვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები