ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ფეოლა
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2015


***Ego

ჩემზე რა მოგიყვე,
გულს ვდარაჯობ,
თავში სიყალბეებს ვარევანშებ,
ყველა მეხმარება უანგაროდ,
მხოლოდ იმედების დანგრევაში...
ხორცი წელში ძლივსღა იმართება,
სულიც წვიმას ჰგავს და ატირებას,
იცი, ყველაფერი სიმართლეა,
როცა სიკვდილია პატიება.
ტკივილს უნებლიედ შევეჩვიე
და სხვებს მოყენება დავასწარი,
დამაქვს მეგობრობა ჩემი ხელით,
ზურგში ჩასობილი დანასავით.
ბედიც ისეთია არვის არ ცნობს,
ყველას ცხელ გულმკერდზე გადაუვლის,
გული რაც არ უნდა გამიძარცვონ,
ფეთქავს- მაინც ჯერა სასწაულის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები