ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სევდის შემგროვებელი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2015


არმენ არუთინოვს

თქვი, სად წავიდა?
(ეძღვნება შესანიშნავ ადამიანს, არმენ არუთინოვს)

თქვი, სად წავიდა, საით ვეძებო,
ყმაწვილქალობის ის ჟამი, არმენ,
ცეცხლს რომ ვაფრქვევდი კაცთა გულებში
და სიკეკლუცით ვჩრდილავდი კარმენს?
ნუ, ნუ იფიქრებ სიბერის ნაოჭს
ერთი ღიმილი სახეზე წაშლის,
ტკივილთა ჩემთა მესაიდუმლე
აყვავებული ხეც გახმა ვაშლის.
ტრფიალთა ჩემთა ნაყოფო ჩემო,
შენ ხომ გართობდა ჩემი კულული,
მოდი გამითბე ბებერი ძვლები,
სიბერის ნისლით გადმობურული!
ჟამმა წალეკა ყველა ტრფიალი,
ყველა ვნება და გულისთქმა ყველა,
მხოლოდ შენ მყავხარ ის საფიცარი,
ვისითაც უფალს ვეაჯო შველა!
მე ახლა ვწევარ სიმშვიდის წიაღ
და ჩემი თმები მიწას ერთვიან,
არ დაივიწყო ლოცვები ჩემი,
ჩვენი მფარველი მხოლოდ ღმერთია

მონატრება
აჰა,  ვაშლის ხედ ავყვავდი ისევ,
ამ სიმარტოვემ დამღალა, შვილო,
მსურს, ქარიანში ვშალო ყვავილი
და ფიანდაზად ფეხთ  დაგეფინო!
წამომაყენე ამ სიმშვიდიდან,
რომ ერთხელ კიდევ შევხედო მთვარეს,
უკან მოვთხოვო ის აღსარება,
ყმაწვილქალობას  რომ მივაბარე!
როგორ მეგონა, თანამიგრძნობდა,
იმედის ნათელს მომფენდა გულში,
და საოცნებო უფლისწულისკენ
წამიძღვებოდა  სხივები ლუში!
მაგრამ ღიმილიც არ გაიმეტა,
ნამდურავივით მიცქერდა ზეცით,
დრო წავიდა და მეც ამ მოლოდინს,
გამხმარი ხავსის ღერადღა შევრჩი!
გაქრა ოცნების ნელსურნელება,
ქედზე უღელი  დამაწვა მძიმე,
ყმაწვილქალობის ვარდყვავილობა
ეკლის ბილიკებს გავათელინე!
მაგრამ რას ვბოდავ, რაღას დავეძებ,
ჩემი სიცოცხლის განძო, გვირგვინო?
წამომაყენე,  ვაშლის ბაღები
ერთად კისკისით შემოვირბინოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები