ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2015


არ მეგონა, თუ კი ვინმე მტერი მყავდა......

არ მეგონა, თუ კი ვინმე მტერი მყავდა,
მყოლია და მერე რა რიგ ვერაგი,
ვინც არ უნდა მივუგზავნო მოციქულად,
შერიგებას ვეღარ შეძლებს ვერავინ.
ნელა-ნელა, ჩუმად-ჩუმად მომეპარა,
იმ წლებს მოჰყვა, მე რომ მეამაყება,
არ ვნებდები, გული ისევ მგზნებარეა,
თან დამყვება სიჭაბუკის ხატება.
შვილებზე დარდს ნაოჭები მოჰყოლია,
შვილიშვილთა შეძენას კი - ჭაღარა,
ჩემი მტერი, სიბერე, კარს მომდგომია,
მიკაკუნებს, არ მშორდება, აღარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები