ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2015


**

არავის ახსოვდა კაცი,
რომელსაც
ხელ-ფეხი მოჭრილი ჰქონდა.
ის ყოველ დილას
მზის ამოსვლას
ეგებებოდა
დანისლული ფანჯრებიდან
და ვერ ახდენილ მრავალ
ოცნებას გულში იკლავდა.
არავის ახსოვდა კაცი,
რომელსაც
ჩემი სამშობლო ერქვა.
--------------------------------------

ასე მარტივად შემრაცხეს გიჟად
მაშინ ,როდესაც
გადავისახე პირჯვარი
იქ სადაც არ იდგა ტაძარი.
და თურმე ღმერთი
მხოლოდ ეკლესიებთან,
მონასტრებთან,
და ცის უსასრულო ჰორიზონტზე
ყოფილა,როგორც უთქვამთ
ქუჩის თავებს ,მაშინ,როდესაც
საერთოდ წასულიყო
ღმერთი ,მათი გულებიდან ...

------------------------------------------

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები