ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ქალი კამელიებით
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2015


* * *

სხვა ხარ შენ ჩემო,
შენ სხვა ხარ ომი,
სხვა ქარტეხილი და სხვა ზღვის დონე,
შენ ჩემი გულის მკვლელი სინდრომი,
ცხადი, რომელშიც გამოგიგონე...
შენ სხვა ნაპირი
და კიდევ უფრო,
შორი ნაპირის, ხედის ზეგანო,
ხელუხლებელი ფიქრის საუფლოვ,
ზღვა ხარ, სუფთა და უკიდეგანო.
ცას ააწყვიტა ვარსვლავთა წყება
ქარმა ვით მეძავს მკერდზე საკინძე,
შენ ალბათ უფრო თავდავიწყება,
უფრო ის ლექსი, რაც ვერ ავკინძე...
სხვა ხარ შენ ჩემო,
ნება და შიში,
ნაქურდალ ვნების მზერით მხილება,
თუ ამ ზღვებიდან შენ არ გამიშვი!
გემი აქ ნებით ჩაიძირება...
ზღვა ხარ შენ ჩემო
და შენს ნაპირთან,
დგას მოლოდინის მშვიდი კარავი
მე... შენგან ტალღით გამონარიყთა
მებადური და მეტი არავინ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები