ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2008


. . .

ცხოვრება მაინც თავისას ითხოვს,
მღვრიე თუ წმინდა სიყვარულს ერთვის,
რომანტიკული დღეებიც ზოგჯერ
აუტანელი ხდებოდა შენთვის.

და სასჯელივით ყოველთვის ვგრძნობდი,
მუდამ ცოდვილი ვრჩებოდი შენთან,
მე ბედნიერი და უბედურიც
ვშორდებოდი თუ ვიყავი ღმერთთან.

ვერ მოვერიე მე  ამ ცხოვრებას,
ვერ გავიტანე ლელო ბოლომდის,
თან გაგირბოდი, თან დაგეძებდი
ოღონდაც ახლო, გვერდით მყოლოდი.

მე ბედისწერა სახეში მცემდა,
მე ზეცის ახლო სიცოცხლე მსურდა,
მე გრანელივით გროში არ მედო,
ქუჩაში ქარი მაძლევდა ლუკმას.

შენ ერთდროულად გიყვარდი, გძულდი,
ხან სხეულს სულ სხვა ფიქრები ხრავდნენ,
გახსოვს ის ღამე ლამაზად თოვდა,
ხეები ფრთაშლილ თოლიებს ჰგავდნენ.

ისევ შენთან ვარ, რომ გაზაფხულის,
კვირტის დასკდომის სურნელი ვიგრძნო!..
და როგორც ზამთრის ლეიბი თბილი,
სხეულში მიდევს მე შენი სითბო.

ახლა დეკემბრის ღამეა ცივი,
დავალ თბილისის მოთოვილ გზებზე,
და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს
დიდი ხანია ამაოდ ვეძებ...
                                                    1984წელი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს