ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2015


  ჩამოტვირთვა

ჰიმნი მათხოვრებისთვის

ათასჯერ ნათქვამს,
ნახო აჯობებს,
იყო მართალი, არის საცერი,
თავისუფლებას რომ დარაჯობენ,
ამით ივსება ყველა კარცერი.
სანაცვლოდ ლუქსის, მას ჰქვია ციხე,
გადაღლილი ვარ, უაზრო თესვით,
დედამიწაა განდონის სიგრძე,
ადამიანი კი არის თესლი.
წმინდანებშიც კი ჩანერგეს შუღლი,
არის ეპოქა სელფის და სექსის,
სადაც მათხოვარს გროშებად უღირს,
ის თანაგრძნობა, რომელსაც ესვრი
ყუთს, სადაც წერს, რომ უსინათლოა,
ფეხზე მკიდია, სხვა რას იფიქრებს,
ის ყუთი არის, ყველას ნათლია,
ნათლავს სიმართლეს, ნათლავს სიფლიდეს.
ის მათხოვარი ვერაფერს ხედავს,
უსინათლოა, ყრუცა და მუნჯიც,
გამოვა მერე ვიღაც თავხედი,
ჩაილუღლუღებს, რომ ყველას ულხინს.
წუხელ მირონი იმ კაცთან ვიცხე,
კაცთან, რომლისიც არავის ესმის,
დედამიწაა განდონის სიგრძე,
ადამიანი კი არის თესლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები