ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2015


###

....ადრე წასული კაცის ფიქრები
ლ. ასათიანი

სხეული თრთოლვით აწვალებს ზეწარს,
სახე ფერმკრთალი გამქრალა უცებ,
თითები თრთიან, ვერ წერენ სიტყვას
და ბაგეები ამბობენ ლოცვებს.
მზე გარდაცვლილა, ჩამქრალა ხვატში,
ქვეყნად სიკვდილი და უმეცრება,
მაწვალებს ეჭვი... სნეული სული
ზეწრიდან ზეცას შეენაცრება.
და ელვა ცაზე, ვით ენა მჭრელი,
გამაცამტვერებს, დამიფლეთს სხეულს,
მე მოვალ მინდვრად ყაყაჩოს ფერით
და სისხლის წვეთით მოვხატავ რვეულს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები