*** მსგავსი ცვლილების შეუძლოა ვიყო მოქიშპე, და როგორც არის, თანახმა ვარ, არ მსურს კამათი, ჩაგეხუტები, მაშინ როცა ზურგსაც მომიშვერ, როცა მუცელზე შენ საკუთარ ნაწილს ამათლი. მოსაწყენია გაცვეთილი თემის განვრცობა, რას ვგრძნობ, რთულია შევურჩიო ახლა სახელი, თუ მეშინია, ალბათ ის რომ, დავრჩე ნაცნობად, თუ მიხარია, ის, რომ ჩემთან გადმოსახლდები. მსგავს ცვლილებებთან უძლურია გეომეტრიაც, არითმეტიკაც, და ფიზიკის ყველა კანონიც, ისე მიყვარხარ, რომ ლექსები ხშირად გეტყვიან, ახლა კი ყველა დაფიცება შენით გამომდის. და შევიცვალე მთელ წარსულთან რადიკალურად, ჩანერგე ჩემში ფორიაქი, შიში, სიფრთხილე, სწორედ ამიტომ ჩუმად ვარ და ამის დასტურად, ისე მიყვარხარ, რომ აქამდე ვერ გაგიმხილე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. კარგია ძმაო,გაიხარე და წარმატებები... კარგია ძმაო,გაიხარე და წარმატებები...
6. არიმეტიკა, ფიზიკა, გეომეტრია და რაც მთავარია ქიმია, სიყვარულს ემორჩილება. არიმეტიკა, ფიზიკა, გეომეტრია და რაც მთავარია ქიმია, სიყვარულს ემორჩილება.
5. უბრალოა და სადა. ახალი არაფერია, მაგრამ ისეა ნათქვამი, საყვარლად. უბრალოა და სადა. ახალი არაფერია, მაგრამ ისეა ნათქვამი, საყვარლად.
4. რა ტექსტებიც იდება, ისეთი და იმდენი მკითხველიც კი ყავს და... ;)
რა ტექსტებიც იდება, ისეთი და იმდენი მკითხველიც კი ყავს და... ;)
3. მადლობა. ძალიან ბევრი მკითხველი ყავს რაღაც ამბოლო დროს საიტს :) მადლობა. ძალიან ბევრი მკითხველი ყავს რაღაც ამბოლო დროს საიტს :)
2. მადლობა. ძალიან ბევრი მკითხველი ყავს რაღაც ამბოლო დროს საიტს :) მადლობა. ძალიან ბევრი მკითხველი ყავს რაღაც ამბოლო დროს საიტს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|