ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2015


ლირიკა

ღამე გადამალავს იდიოტებს,
ღამე გულწრფელობის ჭიშკარია.
ნეტავ შენც იქითკენ მიდიოდე,
სადაც ჩემი გზები იჩქარიან.
სადაც ცრემლებია განათოვი,
ცრემლში მიმალული გალათეა.
იქნებ ამინდები გღალატობენ,
იქნებ გალაქტიკის ღალატია?!
ზეცა წვიმებისგან ვერ დაფერთხეს,
ვინძლო, ის წვიმები შემეწიოს.
იქნებ არ გეკოცნა ერთადერთხელ,
ფრენით გაჰყვებოდი რემედიოსს.
წარღვნას ედარები დაჟინებით,
რა ვქნა, კიდობანი ნოესია.
იქნებ სტრიქონები გაშინებენ?!
წყალსაც წაუღია პოეზია!
სულაც არ იბრუნოს თუ საათი,
არის განშორების ეპიცენტრი.
ერთი სიცოცხლე მაქვს, უსათუოდ,
ერთხელ მოგიკვდები, გეფიცები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები