ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2015


ქალაქში გამოყოლილი ნოსტალგია - შემოდგომაზე, ხარაგოულზე, მობარბაცე ცეცხლის ალზე და ა.შ. ...

შემოდგომაზე, ნოემბრის წვიმიანი დღის ბოლოს,
„ადესის“ ჭაშნიკზე გოგოლაძისას ...

                    * * *
გადმოიარა ლეკების სერი*,
ნათლისმცემელი*, მერე დოგოლა*,
ყორნალში* ცეცხლი დაანთო შქერში,
ქარვა ხურმები უმალ დაგოლა*...

რკინისჯვრის* თავი ნისლებით ბოლავს,
ნოემბრის ბოლოს ალბათ ჩამოთოვს,
ბუხარში თხემლის შიშინებს ღერი,
კი ათბობს მარა, ცოტა გაგვბოლა...

მასპინძელი წუხს - წლეულს ადესა
ვერ დავაღვინე, ჯერ კიდე მღერის.
ღადარში შეშის შიშინებს ღერი...
აწი ქე წავალ, ჩემო გოგოლა...

01.11.2015  ჩხერი

* ლეკების  სერი, ნათლისმცემელი, დოგოლა, ყორნალი -  ადგილები სოფელ ჩხერში.
* დაგოლა - დაატკბო (გოლი - ტკბილი (საბა)).
* რკინისჯვარი - მთა ხარაგოულის რნ-ში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს