ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
17 ნოემბერი, 2015


ვინ მინდა გავხდე

გოგონების ნახევარს,
სურთ რომ გახდნენ მოდელი,
თუ ამისთვის ეყოფათ,
სიმაღლე და ზომები.
ბიჭების ნახევარი,
სპორტზე დადის ყველანი,
ოცნებაა ეს მათი,
ჩემპიონის მედალი.
ნანას უნდა რომ გახდეს,
დედასავით ექიმი,
თეას უყვარს სიმართლე,
უნდა გახდეს ვექილი.
შალვას უნდა რომ გახდეს,
დიდი ბანკის მმართველი,
ჯერ არავინ ინდომა,
გმირობა და სახელი.
ჯერ არავინ ინდომა,
მეხანძრე და მეისრე,
ისიც ხომ საჭიროა,
როცა ვფიქრობთ მერმისზე.
ვინ დათესავს ჩვენს ყანებს,
ვინ დააცხობს ან პურებს.
განა ვინმე  იფიქრა,
ერს ჩვენს ვინ დააპურებს.
რძე ან საიდან მოდის,
ვინ გაწყემსავს ან ფარას,
უსოფელო ქვეყანა,
მე ღმართმა დამიფარა,
რომ გაიგოთ თქვენ ფასი,
მიწის, შრომის და გლეხის,
თქვენი ხელით ახარეთ.
თუნდაც წელს ერთი ნერგი.
სანამ კიდევ დრო არის,
ნუღარ დააგვიანებთ,
ყოველ ზაფხულს ეწვიეთ,
სოფლად ბარს და მთიანეთს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები