ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2015


ნოემბერია! რაღა დარჩა

ნოემბერია! რაღა დარჩა...
ეს წელიც მიილია.
ცოტა ხმაური,
მეტი სიმშვიდე,
ყალბი იდილია.
წყენა , ტკივილი,
დარდი, სიხარული,
რომი, სიცილია..
ცხოვრება ჩვენი
დღე, წუთი, წამის,
ორომტრიალია.
მე, შენ და ისინი,
სამყაროს სისინი,
ისევ რია-რია...
თვალი ხარბი,
ჭკუა დაბინდული
გული ვერაგია
ხალიჩა მორთული
ბილიკი სისხლის
გზად რად დაგიგიათ
როცა სხვას ტანჯავთ,
ხომ თქვენც იტანჯებთ
ვერა გაგიგიათ
ვითომ არაფერი
და  ერთი წელიც
კიდევ მიილია.
ისევ ტკივილი!
ისევ კივილი!
ისევ სიცილია!


/კახაბერ ჭიჭინაძე/
15.11.2015








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები