ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ნოემბერი, 2015


ლექსები გალაკტიონზე

გალაკტიონის დასიზმრება

ერთხელ მოხუცი დამესიზმრა ჟღალწვეროსანი
და შემომჩივლა: პოეზიის დაუძლურება,
მე კი ვუთხარი: რომ ბევრი გვყავს კარგი მგოსანი,
მათი მოსმენაც გვიხარია... მათი ყურებაც.

გალაკტიონმა შემომხედა იმედის თვალით,
სიხარულისგან გუგებიც კი გაუფართოვდა,
როგორც ყოველთვის: პოეზიით ის გახლდათ მთვრალი,
ზამთარი იდგა მადათოვზე, მაგრამ არ თოვდა.




გალაკტიონს და მე...

გალაკტიონს სიამაყე უხდებოდა,
მე კი ალბათ თავმდაბლობა მიხდება!
თუმცა ჩემთვის მთავარია გულწრფელობა,
ასეა და მუდამ ასე იქნება!

გალაკტიონს დიდებისკენ სწრაფვა სურდა,
მე კი მუდამ ჩრდილში ყოფნა მინდება!
თუმცა ზოგჯერ ხმამაღლა და რა თქმა უნდა
ლექსით ვამბობ პოეზიის დიდებას!



გალაკტიონი არ იყო ლოთი

გალაკტიონი არ იყო ლოთი,
თუმც სიკვდილამდე სვამდა ღვინოსა,
წარსულს ჩაბარდა ღელვა და შფოთი,
აღარ ქადაგებს ჩვენთვის სპინოზაც.

გალაკტიონი არ იყო ლოთი,
თუმც ღვინოს სვამდა მშობელ მხარეში,
მთაწმინდის მიწას ვკოცნი და დრო კი...
დრო ისევ გადის სიმწუხარეში.



ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები