ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2015


არაფერს

იჭექებს თოფი და
ირემი ქორბუდა
მოსწყდება ქარაფებს.
რას ვიგრძნობ?
არაფერს.

დაბერავს ქარი და
ათასფრად დანაფერს
ფოთლებს ზედ დამაფენს.
რას ვიგრძნობ?
არაფერს.

ვინც ნახავს ამ საფლავს,
გამვლეთა დამზაფრავს,
ჟამის ნაალაფევს,
დავხედავ ღიმილით.
არავის
არასდროს
არ ვეტყვი არაფერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები