ნაწარმოებები


გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2015


ფანოღლისტებს

გადაღლილი მიუყვები,
ამ ცხოვრების დინებას,
იქნებ კიდევ შეგვახვედროს,
თუკი ღმერთი ინებავს.
გაცოცხლდება დათოვლილი,
ოცნებები ჭაღარა,
გული ისე აძგერდება,
თითქოს უკრავს ნაღარას.
წლებმა ეშხი ვერ წაართვა,
იმ ,,სიყვარულს,, ნაფიცარს,
თუკი ბედი აღარ გწყალობს,
ვეგუებით რას იზამ.
ნაცნობ ქუჩას მივაშურე,
მოგონება მათოვს, მართობს,
შენზე ფიქრში შორს წასული,
ქუჩას შევრჩი მე აქ მარტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები