ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
26 ნოემბერი, 2015


კეთილი ზღარბუნა

დრო უქმად არ დაკარგა,
ყოჩაღია ზღარბუნა,
მიწისქვეშა სასახლე,
მან მოაწყო ზღაპრულად.
უკვე დგას და ღუღუნებს,
დიდი შეშის ღუმელი,
ახლა აღარ აშინებს,
მას საავდრო ღრუბელი.
უკვე მოიმარაგა,
სარჩო–საბადებელი,
რომ ზამთარში არ ჰქონდეს
ჭამა სადარდებელი.
შეიკედლა თხუნელა,
ეცოდება რა უყოს,
რაც კი რამე ებადა,
სულ შუაზე გაუყო.
უჭმელი და უსმელი,
ახლა კუ ჰყავს სტუმარი,
სიცივით გაყინულა,
ვეღარ უთხრა უარი.
გარეთ ყინავს და ბარდნის,
აქ ღუღუნებს ღუმელი,
ზღარბუნიამ სიზმარში,
ნახა ტკბილი ქუმელი.





    ქუმელი–კეთდება მოხალული ხორბალი, თაფლი და ერბოსგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები