ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ნოემბერი, 2015


ჩემო გაფრენილო დაო...

მიყვარხარ... უშენოდ ჩემს სულშიც ღამეა,
ვარდივით დამიჭკნა ბზაო.
ვაგლახ! რა ხანმოკლე აღმოჩნდა ამქვეყნად
გზა... შენი სიცოცხლის გზაო.

უიარაღოდ ვარ ამ მკერდში დაჭრილი,
დამიშრა ოცნების წყაროც.
თურმე არ ყოფილა ცხოვრება ადვილი,
უფალს ვთხოვ: მეც შემიწყალოს.

კვლავ ააფრიალა ქართული მანდილი
ქარმა სიყვარულის გამო.
გულზედ მონატრება მაწვება დარდივით,
რომ მიწა სულ ცრემლით ვნამო.

„წვიმს... ალბათ ეს შენ ხარ ცრემლებად დაძრული
და გინდა არც გაიდარო“...
თვით დედის გულივით კეთილო ასულო,
ჩემო გაფრენილო დაო.


ოთარ რურუა

ეძღვნება ჩემს დეიდაშვილს - ნათია გიორგიძეს, რომელიც 31 წლის ასაკში გაზით გაიგუდა 2012 წელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს