*** ფეხზე დაიკიდე ყველას შეფასება, გულში ნუ გაიჩენ წყეულ ნაიარევს, ხალხი ჭრელი არის, ვის რა ევასება, თუმცა დრო რომ გავა, ყველა გაღიარებს. შენთვის მარტივია დროზე იბატონო, ახლა სანუგეშო სხვისი ხალისია, ყველამ ერთდროულად უნდა მიგატოვოს, წყენაც ტკივილების რაღაც ხარისხია. არის უმნიშვნელო ჭირის მასკარადი, ხალხის სახეებზე გრძნობის ნიღბებია, სანამ ცოცხალი ხარ წყალსაც გაგატანენ, მერე ჩაძაღლდები, და დაიღლებიან. ალბათ გამოჩნდება ვიღაც სანუგეშოდ, ჭუჭყში აღმოაჩენს სისხლის მჩქეფარებას, გული უგულოსაც უნდა დაუგეშო, სწორად რომ იცოდეს გრძნობის შეფასება. წერე, დაიკიდე თუ არ აგიტაცეს, ცოცხალს იშვიათად ასე გაუმართლოს, მამებს ეძახიან ახლა მამინაცვლებს, წერე, იქნებ ვინმეს ტვინი გაუნათო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შეიძლება ირმა. ელადა ენენა მამანა მუხა მადლობთ. შენც მადლობა ირმა :* შეიძლება ირმა. ელადა ენენა მამანა მუხა მადლობთ. შენც მადლობა ირმა :*
5. თვითგამხნევება :)
თვითგამხნევება :)
4. ასეთია ცხოვრება ხან მამაა და ხან მამინაცვალი. ასეთია ცხოვრება ხან მამაა და ხან მამინაცვალი.
2. კარგი ხარ დავით + + + კარგი ხარ დავით + + +
1. წყენა ტკივილების რაღაც ხარისხია-მომეწონა. წყენა ტკივილების რაღაც ხარისხია-მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|