თქვენი გზა ჩემს გზაზე ვიწროა, ეკლიანი და მაინც ცოდვები გვამძიმებს მამაო, მე მოგდევთ კვალდაკვალ, ცდუნებებს ვერკინები, რომ ჩემი მცდელობა არ იყოს ამაო. მინდოდა თქვენი ხერხემალი, ხიდი ყოფილიყო უფალთან, მსუბუქი მქონოდა სავალი, მაგრამ ეჭვისფერი გამიხდა თვალები და მძლია დემონთა ამალამ. თქვენი გზა ჩემს გზაზე ვიწროა, ეკლინი... გთხოვთ საბუხრეებს ნუ შეიხსნით მამაო და ეს ამბიონიც არ არის ტრიბუნა, რომ პირი ვიბრუნო და გზა იყოს ამაო. ეკლებმა დაგვამჩნია წვივებზე ნასისხლარი, ერთ გზას მივუყვებით და მაინც ცალ– ცალად, მწყურვალი ეჭვები ჩამიდგა ძვალ– რბილში და ჭიქა წყალივით დამცალა. კისერს არ გიმძიმებთ მამაო ოლარი? მხრები ჩამოგთალათ ფილონმა? ეშმაკს ნუ დავისვამთ ცოდვების მოლარედ, ვიწამოთ ღმერთი და მირონი. თქვენი გზა ჩემს გზაზე ვიწროა, ეკლიანი, მე ვინ ვარ – მტვერი და ნაცარი, შემინდეთ თქვენ წინაშე ჩემი აღსარება, განკითხვა, ბრალდება, თუ... რაც არი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა ნეფერტარი :* მადლობა ნეფერტარი :*
6. თქვენი გზა ჩემს გზაზე ვიწროა, ეკლიანი, .. მინდოდა თქვენი ხერხემალი, ხიდი ყოფილიყო უფალთან, მსუბუქი მქონოდა სავალი, მაგრამ ეჭვისფერი გამიხდა თვალები...
ძალიან კარგია და დღიურში მიმაქვს. 5.
თქვენი გზა ჩემს გზაზე ვიწროა, ეკლიანი, .. მინდოდა თქვენი ხერხემალი, ხიდი ყოფილიყო უფალთან, მსუბუქი მქონოდა სავალი, მაგრამ ეჭვისფერი გამიხდა თვალები...
ძალიან კარგია და დღიურში მიმაქვს. 5.
5. მადლობა ნიკი :) მადლობა ნიკი :)
4. კარგია
5 ქულა
არ მიყვარს რელიგიურ თემაზე ლექსების შეფასება, მაგრამ შემომეფასა მაინც :) კარგია
5 ქულა
არ მიყვარს რელიგიურ თემაზე ლექსების შეფასება, მაგრამ შემომეფასა მაინც :)
3. თქვენ მართალი ხართ... ისინი, ვისაც დატევა შეუძლიათ,ძალიან ბევრს იტევენ... თქვენ მართალი ხართ... ისინი, ვისაც დატევა შეუძლიათ,ძალიან ბევრს იტევენ...
2. გმადლობ ელადა. გმადლობ ელადა.
1. მომეწონა, კარგი აღსარებაა! მომეწონა, კარგი აღსარებაა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|