ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2015


* * *

არაფერია,
ყოველღამე
ძილის წინ თუ კი,
საკუთარ თავსაც
არ ჩააგდებ ნამუსის ღირსად...
გადაგავიწყდა?
დაგრეხილი  ცოდვების თოკი,
თუ ისევ დაგრჩა ,
ჩაძინებულს
უფალთან ახლოს...
არაფერია,
შენი დაფლეთილი
სულის ნაწილები,
გუშინდელი თვალის დახუჭვაც
არაფერია...
გასაკვირია,
ღიმილები
მეტად გაცილებით
დღის გათენებაც ,
შენებური ჩანაფიქრია...
გასაცინია,
შეიფერე
ყველა ოცნება,
გაზაფხულს გინდა
დაამსგავსო
ცივი ზამთარი.
შემოგიჩნდება,
სიზმარეთი
გულის  კოცნებად,
წარსულს,
დაშრამულს
მოადგება ფიქრის
ლაშქარი...
გადახდილია!
საფასური
შენი ნერვების,
ფეხისწვერებზე სიარულის
წუთებიც მოკვდა,
უნაპიროა,
სიამაყე
შენი მშვენების,
შენი სიმშვიდით
ყველა ომის
სურვილი ცხონდა...
გადაღლილია,
გულისაკენ
მოძრავი სისხლი,
სიგიჯე შენგან
ვირუსივით გადამდებია,
გადააფარე დღესაც ისვევ
ცოხვორებას ნისლი,
მიდიხარ ძილში,
სადაც ძილიც
არაფერია...
შ.ნ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები