ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ებანოიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ნოემბერი, 2015


იჩქერიის ეროვნული ჰიმნი (თავისუფლება ან სიკვდილი)

იმ ღამეს ვიშვით,როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,
დილით დაგვარქვეს სახელები ლომის ღრიალში,
მთის არწივების საბუდარში გვრზდიდნენ დედები,
კლდეებზე ჯირითს გვასწავლიდნენ გმირი მამები.
ამ მიწა-წყლისთვის,მამულისთვის გვზარდეს დედებმა.
და განსაცდელში ჩვენს სამშობლოს მტკიცედ დავიცავთ,
მთის თავისუფალ არწივებთან ერთად გავზრდილვართ,
სიძნელეები ღირსეულად დაგვიძლევია.
ეს გრანიტის კლდე,ტყვიასავით დადნება უმალ,
ვიდრე ბრძოლაში ჩვენ დავკარგავდეთ კაცურ ღირსებას,
უმალ გასკდება დედამიწა მზის სიმხურვალით,
ვიდრე მიწაში ჩავიდოდეთ სულგაყინულნი.
ქედს არ მოვიხრიტ არასოდეს არვის წინაშე,
ჩვენ ერთი გზა გვაქვს: სიკვდილი ან თავისუფლება!
ჭრილობებს დები სიმღერებით მოგვიშუშებენ,
ხოლო სატრფონი აღგვანთებენ ისევ საომრად.
ხის ფესვებს დავღრღნიტ, შიმშილმა თუ შემოგვიტია,
ცვარ-ნამს შევსრუტავთ, წყურვილმა თუ დაგვრია ხელი,
იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,
უფალს,ჩვენს მოდგმას,ჩვენს მიწა-წყალს ვემსახურები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები