ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2009


ბედნიერება

მახსოვს პირველი ორიანი
მეათე კლასში.
თემა ზოგადი სათაურით -  ”ბედნიერება”,
მე გამახსენდა დედაჩემი,
კერიის პირას ნაღვერდალს ჩხრეკს და
შემოდის მამა, ერთს გაგვიღიმებს
და დაიწყებს გაზეთის კითხვას.
ჩემი დები კი ზამთრის
უმწეო ბახალებივით
მიყუჟულიყვნენ ბუხართან თბილად.
ბევრი ვიფიქრე...
ბოლოს დავტოვე მხოლოდ ერთი წინადადება:
”ბედნიერებაა - როცა ყველანი
შინ არიან” !


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები