ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2016


რაჭა (ბადრი სულაძეს, გია ჯოხაძეს)

თუმც არ მინახავს ჯერ კიდევ თვალით,
მეც უნახავად მომნატრებია,
მხიბლავს სიდინჯე რაჭველი ქალის,
მისი თვალების ეშხით თვრებიან

პოეტები... და მათ შორის ისიც -
ვინც ლექსებს არ წერს, თუმც უყვარს ქალი,
რაჭის ჰანგები ზეცაშიც ისმის
და სიყვარულის გიზგიზებს ალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები