ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2015


გალაკტიონი, ანუ მარადისობის ბინადარია

„შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს,
შენ უკვდავების ხარ ბინადარი“.
გალა

„არც დრო, არც სივრცე, არც ასაკი შენ არ გეხება“.
ირაკლი აბაშიძე
ციკლიდან „ოცი ლექსი გალაკტიონს“.

„თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი“.
მურმან ლებანიძე

არის სტრიქონთა აფერადება,
დაუოკები სულში ქარია,
სიტყვა ელვარი გულს არ ასცდება,
მარადისობის ბინადარია.
სიმაღლე სულის, გონების სიღრმე
თვალთგან იღვრება, საოცარია,
ულამაზესი ავდრები იგრძენ,
მარადისობის ბინადარია.
აბა, შეეხე ფიქრს, გრძნობას ალურს,
ნაზ ლოგოსებით იგი მთვრალია,
ქრონი ვერ წაშლის განცდებს გრიგალურს,
მარადისობის ბინადარია.
არის სტრიქონთა აფერადება,
დაუოკები სულში ქარია,
სიტყვა ელვარი გულს არ ასცდება,
მარადისობის ბინადარია.

                                            27.11.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები