ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2015


ყვითელზე

გადიხარ ქუჩაში და
ქარი გყავს თანამგზავრად,
შუქნიშნის ყვითელიც კი,
გიმძაფრებს ფოთოლცვენას,
ლოდინი გიგრძელდება
და ფიქრობ, სხვა რა გზა გაქვს,
და დარდობ, ყველაფერი,
დროდადრო, როგორ ცვდება...

და ხეებს შემოდგომის
ბოლო დღის სურნელი აქვთ,
და დგანან, სეზონური
ტკივილით მოსილები,
ხოლო ლექსს, ლოცვის დარი,
სიმშვიდე ურევია,
აღსავსეს დანანებით
და უხმო მორჩილებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები