| ავტორი: ნექტარი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 8 იანვარი, 2016 |
იყო ერთი თხუპნია თავიდან ფეხებამდე სულ დათხუპნული, მიდიოდა და გზადაგზა ყველაფერს თხუპნიდა. მაგრამ რატომ? არ იცოდა. არა არა იცოდა, ასეთი ხასიათი, უსუფთაო და ბინძური გული ჰქონდა. ერთადერთი სიამოვნება და საზრუნავი ის იყო მისთვის თუ მოახერხებდა და ვინმეს დათხუპნიდა, ამას კი მუდამ ახერხებდა, ეს გამოსდიოდა კარგად. ბევრს უნდოდა მისი დათხუპნვა, გაკრიტიკება, მაგრამ თავს იკავებდნენ, ათასში ერთი თუ შეუბრუნებდა მის საქციელს პირუკუ. ის კი, მერე გადაეკიდებოდა და მტრობდა.რა მზაკვრობას არ მიმართავდა და მოიმოიქმედებდა ასეთის მიმართ.
მლიქვნელნი და გაუბედავნი ზიზღით ეპირფერებოდნენ და თავს იკავებდნენ. კრიტიკა კი აუცილებელი იყო, თორემ გაჩერებას არც ფიქრობდა. მაგრამ, აქ საფიქრალი ერთი მთავარი იყო.
რა არის კრიტიკა და ვის შეუძლია მისი გამოყენება, მოხმარება? ამ კითხვას პასუხი სჭირდება და ის უნდა იქნეს გაცემული.
კრიტიკა-არის ობიექტური საზომი სუბიექტის ქმედებისა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ მდგომარეობაში, როცა სხვა გზა და მეთოდი, ხერხი რეაგირებულ უკეთეს შედეგს პრაქტიკულად ვერ დააყენებს. ჩნდება კითხვა: როგორი უნდა იყოს კრიტიკა?
კრიტიკა უნდა იყოს რეალური, ობიექტური, ნამდვილი და ზედმიწევნით დასაბუთებული. და არა სუბიექტური, არა უსაფუძვლო.
კრიტიკოსი- მედიატორია ფაქტობრივად, მედიაციის სრული კურსით გახმოვანებული, ამ საიტზე ეს უცხო ხილია.
აქ არც კი იციან, რას ამბობენ და რა უნდა თქვან. არც ის იციან რაზე ლაპარაკობენ, საკუთარი თავის დამამცირებელ გაუაზრებელს, მოჩმახულს, ტექსტთან, მის შინაარსთან შეუსაბამო ფრაზებს, ურცხვად და უტიფრად დებენ . რითიც საიტს პატივს ხდიან და მიწასთან ასწორებენ.
ასეთ საქციელზე მისი ჩამდენი უნდა იბლოკებოდეს ანდა სხვა სახის მკაცრი ზომის გამოყენება უნდა ხდებოდეს ასეთის მიმართ. მას კი ყურადღება საერთოდ არ ექცევა ადმინისტრაციის მხრიდან.
როგორ და რა ხდება ფაქტობრივად ამ საიტზე ამ მიმართულებით ეს მეტად სავალალო და საწუხარია. ასეთს თუ არ დაუჩოქებ თავხედური გამოხდომისას ........... იწყებს, ახდენს შიდა წერილების მიწერა იმასთან ვინც გიკომენტარებს და აფრთხილებს, რომ აღარ შემოვიდეს შენს გვერდზე, აღარ დაგიკომენტაროს და მისი ნაწარმოები რჩეულთა შორის მოხვდება და ხვდება კიდეც. არის მეორე კატეგორია, რომელსაც სულხორცში აქვს სხვისი ლანძღვა, და ზარფუშიდან ღვარძლის ნთხევა, სხვების წაქეზებასთან ერთად. ასეთი ქმედობანი უდავოდ კრიტიკა არ არის და გონიერნი მას სხვა სახელს არქმევენ და არც ასეთების ქვეშაგებად არ გადაიქცევიან რაღა თქმა უნდა . სხვათა ცოდვების აქ განხილვა და ღვარძლიანობაც არ არის კრიტიკა, ე ს მკრეხელობაა.
არც სხვათა გმობის, ანგარიშსწორების საშუალებაა და სახელის შესარქმევად გამოდგება კრიტიკის დარქმევა. კრიტიკას გრძნობს და სწორად აღიქვამს მკითხველი.
რადგან,
კრიტიკა-არის სუფთა, ანკარა სულის წყარო, სულგრძელობით, სითბოთი, სირბილით და თანადგომით სავსე ღირსეული გრძნობა.
ის დასაბუთებული უნდა იყოს იმდაგვარად, რომ მადლიერების გრძნობას აღძრავდეს ნაწარმოების ავტორში, მზრუნველობის აშკარა გამოვლენა უნდა იყოს, ყურსაც და გონებასაც სასიამოვნოდ უნდა ეფინებოდეს. არსად გამოკვეთილა და შეფასებულა ჯერ ამ საიტზე, ნაწარმოების მხატვრული ღირებულება ობიექტურად, დამსახურებულად, ლიტერატურული, საკაცობრიო თვალსაზრისით. დასაბუთებაზე ხომ ფიქრიც ზედმეტია.
ინტერესმიღმა რჩება ავტორის თავისებურებანი, განსაკუთრებული მიდგომა-დამოკიდებულებანი. წარმოსახვის უნარი და ძიებანი მის სულიერ სამყაროში ლიტერატურული შემოგარენით.
ავტორს უნდა უბიძგო მისი მონაცემების გავრცობისაკენ, რათა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცეს , შეექმნეს და არ უნდა ეცადო მისი ჩახშობა, რომ ლიტერატურის განვითარებას ხელი არ შეუშალო.
ამ საიტს ორი წევრი ჰყავს მხოლოდ, რომელშიც ასეთი ნიშნები ვლინდება, ორადორი მხოლოდ, რაც ერთობ საწუხარია. "პროსტინ"-ის გასაშლელი ადგილით დაინტერესებული არავინ არ უნდა იყოს, რომ მასზე მონა-მორჩილნი განათავსოს და ნარჩენები მიუყაროს დროდადრო ...
მტრობას არ უნდა ახორციელებდეს. სხვათათვის ტკივილის მისაყენებლად არ უნდა იღწვოდეს აქ რომელიმე წევრი საიტისა.
ნამდვილი ჯანსაღი კრიტიკა, არავის არ აღიზიანებს. ამ ნაკლის გამოუსწორებლობის გამო დატოვა ძალიან ბევრმა ღირებულმა წევრმა აქაურობა. ეს კი სამწუხაროა,
ასეთი ქმედობა სხვათა უფლებებვის შეზღუდვა, დარღვევა და შელახვაა, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად და პირველ რიგში ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე.
ვინ აკეთებს ამას, ვინ იქცევა ასე? ეს იოლი პასუხგასაცემია მისივე ენით. ამას თავად მარტივად პასუხობს ის ვინც ამას აკეთებს.
რა არის მუქარა? და არის აქ იგი საჭირო? ასეთი რამ დაუშვებელია , აქ თავისუფალია, ყველა თანასწორია უფლებებით. არავინ არავის არ ჯობნის, აქ არ არის ძალისმიერი რინგი, რომ
გაიმარჯვო, ანდა გამარჯვებული გამოავლინო, უწერე რამდენიც გინდა სისულელეზე დაუმსახურებელი ქულები, გაიქნიე მეზობლიაანთ
თხუპნიასაკენ აყროლებული ლუკმა, ვითარც მათხოვრისაკენ, მერედა რა? როცა აღარ იქნები მერე? ამაზე არ გიფიქრია, რამდენი გინება აიღებს
მისამართს შენი მიმართულებით, რამდენი ტალახიანი ქვა მოგხვდება მტკივნეულს ალაგში.
აქაც და იქაც ჯილდოს მომავალი აწესებს ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ფაქტობრივი, ცოცხალი მონაწილეობის გარეშე, ყველაფერზე. დაილოცა უფლის მადლი სამართალს ის აწესებს და ახორციელებს სულისა და ლეშის მიმართ, მას გამოაქვს განაჩენიც.
იღვარძლე, იფურთხე,იღრიჯე პირქუშო. აიღე ცოცხი და მოგავე შენს ფერხთით ცოცხალი ნივთები, მერე კი ნამთვრალევს, თავს ჩასცხე, რამდენიც გინდოდეს და სადაც მისწვდები. მან თავი დახარა უკვე და არ სტკივა, არც შია, არც სცივა, ნარჩენით მშვენივრად იმაძღრა ,იხოხა, ხეს ისეც ვიცით, რომ დამპალი ნაყოფი არ რჩება, ახმება, ან დაბლა დასცვივა. ხა, ხა, ხა, რა კარგად გაართვი, ხო, ხო, ხო, გამართე მარტივად, გექნება გუბს ტივად, ზღვას ხიდად, სატკივრად ............
ჯობია გონს მოეგო დროულად უფლებაგადამეტებულო, თვითმოძრავო ჭურო და იმდენი იგორო რომ ღირსეულ ალაგას მიგორდე და და იდუმალ ხილვებში შეიკეტო.
აქ კრიტიკის უფლება არავის აქვს. ?.........
წაკითხულს იწონებ და ასაბუთებ, იწუნებ და ასაბუთებ მასაც.
და თუ ამდენი არ შეგიძლია, დუმილით სვამ მძიმე წერტილს, შენი წარმოსახვის ხარისხის ნიშნად.
წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გზა საყოველთაო სიძულვილის უფსკრულისაკენ მიემართება.
აირჩიე, ღირსეული უფლება ნებელობითი. დაბადებიდან მინიჭებულია ყველასათვის.
კრიტიკა უკეთესობის მისაღებად წარმოებს და არა სიძულვილის გასავითარებ-გასაღვივებლად. და არა ერთურთის დასაპირისპირებლად.
დაიმახსოვრეთ, რომ პიროვნებაში, თქვენ ვერცარაფერს ცვლით, ვერც ართმევთ ვერაფერს მას,
ჯობია, აღარ იჭრიჭინოთ, აღარ იხტუნაოთ, აღარ იმციროთ თავი უშვერი სიტყვებით და ლექსიკონით, ამით მხოლოდ თქვენში ჩაბუდებულ სატანას უხსნით ხელ-ფეხს და ღამურას ფრთებს ისხამთ, მის დღევანდელ სახეს იმკობთ.
ჯობია გონს მოეგოთ და სარკეში ჩაიხედოთ და შეიტანოთ თქვენს სახეში კორექციები. კრიტიკა მხოლოდ ლიცენზირებულია მისაღები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. უდიდესი მადლობა აზგო, ნეფერტარ, მიშა რატიანი, იასონ, მუხა.
მხოლოდ სასიამოვნოა როცა ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ამ სახელის გამჭვირვალე ხედებიდან სწორედ სახელის ნამდვილი, ღირსეული მესაკუთრე და მფლობელი შემოგვცქერის მოკრძალებული და ჭკვიანი თვალებით, მასზე კი იმას ამბობენ, რაც მხოლოდ სიმართლეს ასახავს ანარეკლივით.
ნეფერტარი- მე არ ვარ გურული, რომ ვიყო ვიამაყებდი ამით, რაღა თქმა უნდა. სულ რასმდენიმე წელია, რაც გურიასთან მაქვს კავშირი, მაგრამ თავი შემაყვარეს მე მგონი საკმაოდ და დამანახეს მათი ძირძველი და არდაკარგული ტრადიციები, უნარჩვევები, ისე, რომ ეს ვერც კი გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ ერთი თვით მიხდება ჩასვლა ზაფხულში.
ჩემს ნაამბობებს, რაც შეეხება, კი სრული სიმართლეა ყველა, რადგან, მე დიდი იუმორის გრძნობით არ გამოვირჩევი, უფრო კარგ მსმენელად ვითვლები, ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ პირთან, მეგობრები შეუდარებელად კარგ მსმენელად მთვლიან, ბოლოშ კი აუცილებლად მეკითხებიან ................... ჩემს სახლს კი, განტვირთვის სახლი დაარქვეს. მოსმენის უნარი საკმაოდ მაქვს განვითარებული ალბათ უფლიდან მებოძა ეს. ფშავის მთის წყაროს ერთი წვეთი ვარ და მძლივაც ბარში ჩამოვაღწიე მომწყინდა მაგრამ რაღა ვქნა მითხარ აღმართზე მიჭირს იქ მიბრუნება ხმები ჩამესმის ძილსაც მტაცებენ მიხმობს ყოველწამს ჩემი ბუნება ნეტავი იმას ვისაც ხელსეწიფს და უხერხდება იქ დაბრუნება.
ესეც ექსპრომტად ნეფერტარი. ეს ნამდვილად თქვენ მათქმევინეთ ამ წუთას.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. უდიდესი მადლობა აზგო, ნეფერტარ, მიშა რატიანი, იასონ, მუხა.

პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
20. თხუპნია ჯერ მეგონა იგავი, წაკითხვის მერე მგონი კრიტიკის გაკრიტიკებაა. კრიტიკა ძალიან სერიოზული , საიტერესო, შრომატევადი საქმეა. ლიტერატურის კრიტიკოსი მხოლოდ პროფესონალი უნდა იყოს. კომენტარი- ში კი გვეძლევა შანსი გამოვთქვათ სუბიექტური , საკუთარი აზრი წაკითხული ნაწარმოების შესახებ. თუ ვინმეს შეუძლია უფრო მეტი აზრი გამოთქვას და ავტორს მიუთითოს შენიშვნებზე, მისასალმებელია და არა საწყენი.
თხუპნია ჯერ მეგონა იგავი, წაკითხვის მერე მგონი კრიტიკის გაკრიტიკებაა. კრიტიკა ძალიან სერიოზული , საიტერესო, შრომატევადი საქმეა. ლიტერატურის კრიტიკოსი მხოლოდ პროფესონალი უნდა იყოს. კომენტარი- ში კი გვეძლევა შანსი გამოვთქვათ სუბიექტური , საკუთარი აზრი წაკითხული ნაწარმოების შესახებ. თუ ვინმეს შეუძლია უფრო მეტი აზრი გამოთქვას და ავტორს მიუთითოს შენიშვნებზე, მისასალმებელია და არა საწყენი.
19. ნექტარო,
მივაგენი (ვფიქრობ) შენს ნიშას. შენი კომენტარი წავიკითხე გურულ ვეფხისტაოსანზე და გამაოგნა შენმა სიტყვიერებამ. შენ ხშირად უნდა წერო გურულ კილოკავზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ დაიკარგოს. მეორე რიგში იმიტომ რომ ძალიან მახვილი ხედვა გაქვს, - რაც "გურულს" უხდება. მესამე, ქართველი ემიგრანტებისთვის, ქალაქელებისთვის და საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებისთვის (ახალ, კომპიტერულ/ინგლისურ/გერმანულად მოლაპარაკე თაობას ვგულისხმობ) უფრო ნაცნობი გახდება გურულის ხასიათი, თვითმყოფადობა, მახვილგონიერება და იუმორი, რამაც ფიზიკურად გადაარჩინა იქაური მოსახლეობა და სულიერი სიმტკიცე შეუნარჩუნა. ცუდი არ იქნება თუ იქაურ "ცოცხალ ამბებს" მოთხრობებით მოიტან და ანეკდოტებით არ შემოიფარგლები. სულ ცოტა ფანტაზია მიაშველე და შეუბერე, თავად გაგიკვირდება შედეგი. იქნებ სცადო? :)))
ნექტარო,

18. მიშა რატიანი, ბოდიში რომ შეცდომით "მცოდნე" გიწოდე. ამიერიდან მეცოდინება როგორ მოგმართო - "მიშა გონიერი." კარგით, კარგით. ახლა ვიცი ისევ გეწყინება, მაგრამ რა ჩემი ბრალია? შენივე ნათქვამი გავიმეორე. სხვათაშორის, როგორც ყოველთვის. მიშა რატიანი, ბოდიში რომ შეცდომით "მცოდნე" გიწოდე. ამიერიდან მეცოდინება როგორ მოგმართო - "მიშა გონიერი." კარგით, კარგით. ახლა ვიცი ისევ გეწყინება, მაგრამ რა ჩემი ბრალია? შენივე ნათქვამი გავიმეორე. სხვათაშორის, როგორც ყოველთვის.
17. მიშა რატიანი,
მე ვიცი, ჩემს PM ში ვიცი რა ხდებოდა ოთხი წელი, როცა ჩემი ნაწერები იდებოდა ნელ-ნელა. ასევე გაცნობებთ რომ მე არ ვარ პროზაიკოსი/მწერალი და არც მაგ გზით ვშოულობ არსობის პურს. ექიმი არ ვარ, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პროფესია მაქვს და ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვმუშაობ. ამ საიტზე შემთხვევით მოვხვდი, ლექსებს შემოვყევი. ჰოდა მაშინდელ ცნობილ ავტორებთან სანაძლეოს წამოვეგე და "ბედუინის" პირველი 5 თავი საერთოდაც მაგიტომ დავწერე. ანუ, პირველი ნაწერი იყო ჩემთვის.
სანაძლეო იყო ასეთი: ჩემი ნაწერი უნდა ყოფილიყო ჩამთრევი, მხატვრული, მძაფრი სიუჟეტით, მკითხველი უნდა გამეყვანა მოქმედების ადგილზე და მუდმივი ინტერესი უნდა ჰქონოდათ მიუხედავად მოლოდინის მთელი რეჟიმისა. მათი მოთხოვნა იყო ასეთი: ჩემი "პროზა" უნდა გადასცდომოდა ჩვეულებრივ რეიტინგს და მუდმივად თავფურცელზე უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ არ დასრულდებოდა. ჩემი სამაგიერო პირობა ის იყო, რომ დროში არ უნდა ვყოფილყავი შეზღუდული (წუთებით მქონდა გაწერილი ჩემი განრიგი) და მეორე - დაიდებოდა მხოლოდ ხერხემალი, ანუ მთავარი სიუჟეტური ხაზი.
როცა მკითხველმა კატეგორიული მოთხოვნა დაიწყო დამეწერა გაგრძელებები, რამდენიმე აქაურ ცნობილ პროზაიკოსს და პოეტს PM -ით დავეკითხე აზრი, საერთოდ ღირდა თუ არა მაგისი წერა, რადგან დროის კარგვა არ მინდოდა. ამიტომ ვთხოვე ძალიან კრიტიკულად შეეხედათ იმისთვის რაც უკვე იდო. მათ შორის ისეთი ადამიანები არიან თქვენ რომ ძალიან გიყვართ, აფასებთ როგორც ავტორებს და თუ არ ვცდები ზოგიერთთან მეგობრობთ კიდეც. მოკლედ სურვილი კი არა პრეტენზიაც კი გამოთქვეს რომ გამეგრძელებინა არადა ველოდი რომ "ა რ ა ს" მეტყოდნენ და როგორმე გავუძლებდი იმ წაგებულ სანაძლეოს. სამაგიეროდ დროს აღარ დავკარგავდი წერაში.
ამ დროის განმავლობაში 4 წელი ან მეტი (?) PM-ში მივიღე 1600-ზე მეტი წერილი სხვადასხვა ნიკებიდან. ბევრი ღირებული წერილის წაშლა მიწევდა რომ ახლები წამეკითხა, მაშინ ვერც დააკოპირებდი წერილს PM იდან შენახვაც რომ გდომებოდა. ამის მერე ვთხოვე ნ-ი-კ-ი-ს რომ PM-ის მოცულობა გაეზარდა და 300 -დან 500 წერილამდე და ექსპორტის საშუალება მოეცა რომ წერილები აღარ წამეშალა და ადვილად გადამეწერა.
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მხოლოდ ამ ახალ წლებზე კიდევ ერთხელ (მერამედენდ...) დავცალე ჩემი PM (გადავწერე). ამდენი იმიტომ ვწერე, რომ მთავარ სათქმელამდე მიმეყვანეთ:
ყველაზე მეტი წერილი PM ში მივიღე იმათგან, ვ ი ს ა ც ა რ ც ე რ თ ი კ ო მ ე ნ ტ ა რ ი ა რ დ ა უ დ ვ ი ა ს ა ჯ ა რ ო დ . ზოგიერთი სპეციალურად დარეგისტრირდა რომ ჩემითვის PM ში მოეწერა. მათ სასარგებლოდ მინდა ახლა ვთქვა რომ ის წერილები შეიცავდა ძალიან საღ და კეთილმოსურნე კრიტიკას. მათ შორის იყვნენ გეოლოგები, ფილოლოგები, მინერალოგები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, გეოფიზიკოსები, არაბისტები, ისლამის აღმსარებლები, გამოცდილი რეიტინგული მწერლები, პოეტები, ნაირ-ნაირ კონკურსებში გამარჯვებულები და ჩვეულებრივი მკითხველები (პროფესია არ უხსენებიათ), რომლებიც გულწრფელად მიზიარებდნენ თავის დადებით და უარყოფით მოსაზრებებს, კონკრეტულ მოძრაობასაც კი მიკრიტიკებდნენ ("უნდა მიეხედა მისკენ, ისე ვერ დაინახავდაო...") და ძალიან აინტერესებდათ ვინ იდგა "ნეფერტარის" ნიკს მიღმა.
მხოლოდ აზგო და ორიოდე მკითხველი თუ წერდა ღია კომენტარს იმაზე, რაც არ მოწონდათ (ავყიებს არ ვგულისხმობ). მაგრამ როცა აზგომ ერთ რომელიღაც ეპიზოდზე კომენტარში დაწერა რომ მგონი შენი ნაწერის დანახვა დაიწყე და ახლა აღარაფერი მაქვს სათქმელიო, მივხვდი რომ სწორედ იმ წერილებმა შეასრულეს თავისი საქმე და ჩემს ნაწერს ისე აღარ ვუყურებდი როგორც სანაძლეოს.
ოთხი წელი დიდი დროა, იმდენად დიდი, რომ არავინ დაელოდება გაგრძელებებს, ამ დროში, მიცვალებულს ივიწყებენ, ნაწერს და ავტორს ვიღა ჩივის...თანაც ამ პორტალზე, სადაც ელვის სისწრაფით იცვლება ყველაფერი, მაგრამ ეს დრო, საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ თუ გინდა ნამდვილი აზრი გაიგო, ამას მხოლოდ PM ში მოწერილით თუ გაიგებ. მოხდა მართლაც უცნაური გამონაკლისი ჩემს შემთხვევაში და ინტერესი და მოლოდინი მთელი 4 წლის მანძილზე არ განელებულა. ეს გამოიწვია სწორედ PM ში მოწერილმა კრიტიკამ, რჩევებმა და მათმა სურვილმა ყველა მომდევნო თავი წინაზე უკეთესი ყოფილიყო. მეც ჩემი მხრიდან, მკითხველს რეალურ ემოციებს და გრძნობებს ვაწვდიდი და არ ვატყუებდი გამოგონილი პათეტიკით.
არაა არსებითი, სავალდებულოდ მოეწონოს ვინმეს რაც დავწერე (პირველი ხელნაწერია, სარედაქციო, შესავსები გადასამუშავებელი) ამ კომენტარის ჩათვლით, მაგრამ ახლა, ზუსტად ვიცი, რომ გამართლებული იყო ჩემი შრომა, რადგან თუნდაც ერთ ადამიანს აქაურ "ბენჟამენს" საავადმყოფოში გატარებული სიცოცხლის ბოლო დღეები გაულამაზა და მადლიერი იყო ჩემი. რაც შეეხება სხვა მკითხველებს (ურყევი ჯანმრთელობა მათ) კარგად გაერთნენ, კარგი წუთები და საათები გაატარეს კითხვაში და მეც ვხვდებოდი რომ მათი მოლოდინი ყოველ ახალ ეპიზოდთან ერთად მართლდებოდა. აბა მეტი ავტორს რა მოეთხოვება?
მიშა რატიანი,

16. ნეფერტარ, კი, მაგრამ... თქვენ რა იცით PM-ში რა ხდება? ნეფერტარ, კი, მაგრამ... თქვენ რა იცით PM-ში რა ხდება?
15. აზგო, ну и шутки у тебя...
"მცოდნე ადამიანის" რა მოგახსენო, მაგრამ გონიერი ადამიანი ნამდვილად ვარ და ასეთსავედ გიცნობ შენ.
ჰო და, ყოველგვარი ირონიისა და იუმორისტული წიაღსვლების გარეშე (არ გამოგდის ეგეთები შენ), მიპასუხე: ამ ტიპის ლიტერატურულ საიტებზე, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით, ვუსწორებთ, ვთავაზობთ, ვუწონებთ ან ვიწუნებთ, თუნდაც ვრცელი საკომენტარო ტექტებით, - კრიტიკაა შენი აზრით?
მე ვფიქრობ, კარგი გაგებით, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ავტორს, - კრიტიკამდე მისასვლელად.
ამას გულისხმობდა კონტექსტში "ჩვენი ლექსიკიდან "კრიტიკის" ამოღება"... და მშვენივრადაც გაიგე, მაგრამ აზგო რისი აზგოა. რომ ზურგზე დაეცეს?
თუ ვსაუბრობთ, ვისაუბროთ და... თუ ღადაობის ხასიათზე ხარ, - არავინ გიშლის, იღადავე! აზგო, ну и шутки у тебя...
"მცოდნე ადამიანის" რა მოგახსენო, მაგრამ გონიერი ადამიანი ნამდვილად ვარ და ასეთსავედ გიცნობ შენ.
ჰო და, ყოველგვარი ირონიისა და იუმორისტული წიაღსვლების გარეშე (არ გამოგდის ეგეთები შენ), მიპასუხე: ამ ტიპის ლიტერატურულ საიტებზე, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით, ვუსწორებთ, ვთავაზობთ, ვუწონებთ ან ვიწუნებთ, თუნდაც ვრცელი საკომენტარო ტექტებით, - კრიტიკაა შენი აზრით?
მე ვფიქრობ, კარგი გაგებით, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ავტორს, - კრიტიკამდე მისასვლელად.
ამას გულისხმობდა კონტექსტში "ჩვენი ლექსიკიდან "კრიტიკის" ამოღება"... და მშვენივრადაც გაიგე, მაგრამ აზგო რისი აზგოა. რომ ზურგზე დაეცეს?
თუ ვსაუბრობთ, ვისაუბროთ და... თუ ღადაობის ხასიათზე ხარ, - არავინ გიშლის, იღადავე!
14. "კრიტიკის" ამბავი გავიგეთ. "უნდა ამოვიღოთ და განვაგდოთ". წყალი არ გაუვა. იმის გაგებაღა დაგვრჩენია, კიდევ რომელი სიტყვები უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან? არ დაგვამადლიდეს ეს მცოდნე ადამიანი და სიას ჩამოგვიწერდეს ხომ გავკეთდებოდით, მაგრამ ვეღირსებით კი? "კრიტიკის" ამბავი გავიგეთ. "უნდა ამოვიღოთ და განვაგდოთ". წყალი არ გაუვა. იმის გაგებაღა დაგვრჩენია, კიდევ რომელი სიტყვები უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან? არ დაგვამადლიდეს ეს მცოდნე ადამიანი და სიას ჩამოგვიწერდეს ხომ გავკეთდებოდით, მაგრამ ვეღირსებით კი?
13. ამ საიტს აქვს ერთი თავისებურება, რასაც საიტის ავტორები თუ პატრონები მის უპირატესობად თვლიან: არ არსებობს პირველადი ცენზურა - ყველაფრის გამოქვეყნება შეიძლება. არ ვიცი შეიძლება ასეცაა მაგრამ ეს გარკვეულ წილად, ბადებს მცირე კონფლიქტებს, იმიტომ რომ ხშირად იდება ძალიან სუსტი ნაწარმოებები, ზოგჯერ - ელემენტარული ერთსართულიანი გინება ამიტომ შენიშვნები ხშირად არის ადექვატური - ძალიან უხეში არავის უყვარს შენიშვნის მოსმენა, არც სუსტი ნაწარმოების ავტორებს, არც სავსებით დელიკატურად გამოთქმული შენიშვნის იწყება საუბარი და ჩივილი შეთქმულებებზე რა კარგი ლიტერატორი დაიკარგა ერთი "კუტოკის" გამო კომანდორი ძალიან სასარგებლო და აზრიანი შენიშვნები ჰქონდა და როგორც წესი - სრულიად კორექტული, ცინიზმისა და ირონიის გარეშე მე კი არ მგავდა დააბრუნეთ, როგორც გინდათ!
გონიერსა მწვრთნელი უყვარს...
ისე, ვისაც გგონიათ, რომ ამ საიტზე გდევნიან და არ გაფასებენ, ლიტერატორი.ცომ -ზე მოსინჯეთ ბედი, გაივლის თუ არა პირველად ცენზურას.
ამ საიტს აქვს ერთი თავისებურება, რასაც საიტის ავტორები თუ პატრონები მის უპირატესობად თვლიან: არ არსებობს პირველადი ცენზურა - ყველაფრის გამოქვეყნება შეიძლება. არ ვიცი შეიძლება ასეცაა მაგრამ ეს გარკვეულ წილად, ბადებს მცირე კონფლიქტებს, იმიტომ რომ ხშირად იდება ძალიან სუსტი ნაწარმოებები, ზოგჯერ - ელემენტარული ერთსართულიანი გინება ამიტომ შენიშვნები ხშირად არის ადექვატური - ძალიან უხეში არავის უყვარს შენიშვნის მოსმენა, არც სუსტი ნაწარმოების ავტორებს, არც სავსებით დელიკატურად გამოთქმული შენიშვნის იწყება საუბარი და ჩივილი შეთქმულებებზე რა კარგი ლიტერატორი დაიკარგა ერთი "კუტოკის" გამო კომანდორი ძალიან სასარგებლო და აზრიანი შენიშვნები ჰქონდა და როგორც წესი - სრულიად კორექტული, ცინიზმისა და ირონიის გარეშე მე კი არ მგავდა დააბრუნეთ, როგორც გინდათ!
გონიერსა მწვრთნელი უყვარს...
ისე, ვისაც გგონიათ, რომ ამ საიტზე გდევნიან და არ გაფასებენ, ლიტერატორი.ცომ -ზე მოსინჯეთ ბედი, გაივლის თუ არა პირველად ცენზურას.
12. მე რა ვქნა მიშა რატიანი როცა მართლა ჭკვიანი თვალები აქვს? :) აქვს და ჰე... მე ის ვთქვი, რაც ხდება PM-ში განხილვის რეალობასთან დაკავშირებით.
მე რა ვქნა მიშა რატიანი როცა მართლა ჭკვიანი თვალები აქვს? :) აქვს და ჰე... მე ის ვთქვი, რაც ხდება PM-ში განხილვის რეალობასთან დაკავშირებით.
11. ნექტარი...
ჩემს პირველ კომენტარს კიდევ ერთს დავამატებ:
საერთოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი აქაური ლექსიკიდან სიტყვა "კრიტიკა" და დავარქვათ - შენიშვნები, მითითებები, აზრთა გაზიარება და სხვა ამგვარი. დარწმუნებული ვარ, თქვენც ზუსტად იგივეს გულისხმობდით ამ მასალაში და კრიტიკის პირველად მნიშვნელობაზე არც გქონიათ მინიშნება.
კრიტიკა, როგორც ასეთი, პროფესიული ჟანრია და იგი იწერება ისევე, როგორც მხატვრული პროზა. "ცუდია" და "კარგია" შეძახილები კრიტიკა ვერ იქნება... და კიდევ ვიმეორებ, არავის აქვს უფლება, ვინმესგან სრულფასოვანი კრიტიკა მოითხოვოს აქ და ამ ფორმატში.
მთელი თქვენი აქცენტი ძირითადად არაკორექტულ პოსტებს ეხება და ჩემი კომენტარიც მხოლოდ იმ არაკორექტულ პოსტებს მოეძღვნა... ნექტარი...
ჩემს პირველ კომენტარს კიდევ ერთს დავამატებ:
საერთოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი აქაური ლექსიკიდან სიტყვა "კრიტიკა" და დავარქვათ - შენიშვნები, მითითებები, აზრთა გაზიარება და სხვა ამგვარი. დარწმუნებული ვარ, თქვენც ზუსტად იგივეს გულისხმობდით ამ მასალაში და კრიტიკის პირველად მნიშვნელობაზე არც გქონიათ მინიშნება.
კრიტიკა, როგორც ასეთი, პროფესიული ჟანრია და იგი იწერება ისევე, როგორც მხატვრული პროზა. "ცუდია" და "კარგია" შეძახილები კრიტიკა ვერ იქნება... და კიდევ ვიმეორებ, არავის აქვს უფლება, ვინმესგან სრულფასოვანი კრიტიკა მოითხოვოს აქ და ამ ფორმატში.
მთელი თქვენი აქცენტი ძირითადად არაკორექტულ პოსტებს ეხება და ჩემი კომენტარიც მხოლოდ იმ არაკორექტულ პოსტებს მოეძღვნა...
10. ნეფერტარ, კარგად ვიცნობ თქვენ შემართებას კამათში, მაგრამ ჯერ უნდა წაგეკითხათ, რაც ვთქვი:
1, საუბარი არ ყოფილა პირადი მიმოწერით აზრების გაზიარებაზე. საუბარია საჯარო კრიტიკაზე. და მთელი ჩემი კომენტარი ეხება მხოლოდ საჯარო კომენტატორების ქცევას;
2. კომენტარი ეხებოდა სრულ ვირტუალურ სივრცეს და "ურაკპარაკს", როგორც მის განუყოფელ ნაწილს;
3. კომეტარს როცა ვწერ და ვიღაცას ვახასიათებ, პირველ რიგში ვგულისხმობ საკუთარ სისუსტეებს და ამდენად ბევრად იოლად ვერკვევი სხვისაშიც;
4. დაანონსებული საიტი არაფრით ემიჯნება აქ ნათქვამს, რამდენადაც იგიც კერძო, ვირტუალურ სივრცედ მოიაზრება;
5. "ვფიქრობ, ყოველივე აქ ნათქვამის ადრესატად "ურაკპარაკი" ვერ გამოდგება" - ნუთუ ჩემი კომენტარის პირველივე ფრაზა საკმარისი არ იყო, რომ ვინმეს გადაკვრით ლანძღვადაც კი არ მიეღო დანარჩენი კომენტარი ან საიტის და ან მისი წევრების მიმართ;
6. კატეგორიულად ვიცავ კორექტულობას და საერთოდ არ ვახსენებ აქ სხვა საიტს. არც არავინ ახსენებს, გარდა თქვენი მისი გაუთავებელი რეკლამირებისა, რისთვისაც მადლობის მეტი რა მეთქმის? :)
7. ეს თქვენ მიგაჩნიათ, რომ შიმპანზეს ჭკვიანი თვალები აქვს და უაპელაციოთ აცხადებთ კიდეც, - სწორედ ამაზე მქონდა საუბარი წინა კომენტარში... ნეფერტარ, კარგად ვიცნობ თქვენ შემართებას კამათში, მაგრამ ჯერ უნდა წაგეკითხათ, რაც ვთქვი:
1, საუბარი არ ყოფილა პირადი მიმოწერით აზრების გაზიარებაზე. საუბარია საჯარო კრიტიკაზე. და მთელი ჩემი კომენტარი ეხება მხოლოდ საჯარო კომენტატორების ქცევას;
2. კომენტარი ეხებოდა სრულ ვირტუალურ სივრცეს და "ურაკპარაკს", როგორც მის განუყოფელ ნაწილს;
3. კომეტარს როცა ვწერ და ვიღაცას ვახასიათებ, პირველ რიგში ვგულისხმობ საკუთარ სისუსტეებს და ამდენად ბევრად იოლად ვერკვევი სხვისაშიც;
4. დაანონსებული საიტი არაფრით ემიჯნება აქ ნათქვამს, რამდენადაც იგიც კერძო, ვირტუალურ სივრცედ მოიაზრება;
5. "ვფიქრობ, ყოველივე აქ ნათქვამის ადრესატად "ურაკპარაკი" ვერ გამოდგება" - ნუთუ ჩემი კომენტარის პირველივე ფრაზა საკმარისი არ იყო, რომ ვინმეს გადაკვრით ლანძღვადაც კი არ მიეღო დანარჩენი კომენტარი ან საიტის და ან მისი წევრების მიმართ;
6. კატეგორიულად ვიცავ კორექტულობას და საერთოდ არ ვახსენებ აქ სხვა საიტს. არც არავინ ახსენებს, გარდა თქვენი მისი გაუთავებელი რეკლამირებისა, რისთვისაც მადლობის მეტი რა მეთქმის? :)
7. ეს თქვენ მიგაჩნიათ, რომ შიმპანზეს ჭკვიანი თვალები აქვს და უაპელაციოთ აცხადებთ კიდეც, - სწორედ ამაზე მქონდა საუბარი წინა კომენტარში...
9. არაა სიმართლეს მოკლებული კომენტარი N 8, თუმცა ჭეშმარიტებისგან შორს დგას. შორს იმიტომ დგას, რომ როცა მართლა რეალური კრიტიკა ან შეხედულება ჭირდება სერიოზულ ავტორს, ეგ PM ში მიმდინარეობს და არა საჯარო კომენტარებში, ასეთ დროს PM ში წერენ მას ვისაც ენდობიან, ან ვის გემოვნებასაც ენდობიან.
შეიძლება კრიტიკოსს სულაც არ მოწონდეს გარიტიკებული ნაწერი, მაგრამ მკითხველს მოწონდეს და სულაც ფეხებზე ეკიდოს "ლიცენზირებული" კრიტიკოსის ბრძნული აზრები რომელიც ჭკვიანი თვალებიდან და კალმიდან იღვრება. მთავარი შემფასებელი მკითხველია და ეს შეუქცევადია. არის ფაქტები რომ ცნობილ შემოქმედებს ერთდროულად, ერთი და იგივე ნომინაციაში მალინაც მიუღიათ და ოსკარიც. ასე რომ არაფრის მომცემია დიდად ამისი გარჩევა მით უმეტეს ურაკპარაკის და მისი წევრების ლანძღა თანაც მაშინ როცა საკუთარი საიტს არეკლამებინებ და ურაკპარაკელებსაც იწვევ "ანტრე ბატონოო"...
საქმე ისაა რომ სხვაგვარი ვითარება არც ურაკპარაკის მეშვეობით დაანონსებულ literatori.com -ზე იქნება, მიუხედავად იმისა რომ "მიშა რატიანის" კერძო საიტია. ანუ იგივე პროგნოზია იქაურობისთვისაც: სალანძღავი ეპითეტები... ინტერნეტში დამალული თვალები... ანუ, რამდენად უმეტყველო, შტერი და უაზრო თვალები ექნება კრიტიკოსს, ვერავინ ვერ დაინახავს ისევ!.. მეწყინება-თქო ვერ ვერ ვიტყვი, მაგრამ რომ არ გამეხარდება - ვიცი.
თუმცა შიმპანზეს ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს მაგრამ ჯანსაღ კრიტიკას ვერ დაწერს ნამდვილად. ისე კი ჩაიჟღუტულებს "კრიტიკა გაკრიტიკებულა საკრიტიკეში ჩაკრიტიკებულაო..." თუმცა... მაინც მაიმუნის წელია და რა ვიცი, იქნება თოფიც გაუვარდეს... =))
არაა სიმართლეს მოკლებული კომენტარი N 8, თუმცა ჭეშმარიტებისგან შორს დგას. შორს იმიტომ დგას, რომ როცა მართლა რეალური კრიტიკა ან შეხედულება ჭირდება სერიოზულ ავტორს, ეგ PM ში მიმდინარეობს და არა საჯარო კომენტარებში, ასეთ დროს PM ში წერენ მას ვისაც ენდობიან, ან ვის გემოვნებასაც ენდობიან.
შეიძლება კრიტიკოსს სულაც არ მოწონდეს გარიტიკებული ნაწერი, მაგრამ მკითხველს მოწონდეს და სულაც ფეხებზე ეკიდოს "ლიცენზირებული" კრიტიკოსის ბრძნული აზრები რომელიც ჭკვიანი თვალებიდან და კალმიდან იღვრება. მთავარი შემფასებელი მკითხველია და ეს შეუქცევადია. არის ფაქტები რომ ცნობილ შემოქმედებს ერთდროულად, ერთი და იგივე ნომინაციაში მალინაც მიუღიათ და ოსკარიც. ასე რომ არაფრის მომცემია დიდად ამისი გარჩევა მით უმეტეს ურაკპარაკის და მისი წევრების ლანძღა თანაც მაშინ როცა საკუთარი საიტს არეკლამებინებ და ურაკპარაკელებსაც იწვევ "ანტრე ბატონოო"...
საქმე ისაა რომ სხვაგვარი ვითარება არც ურაკპარაკის მეშვეობით დაანონსებულ literatori.com -ზე იქნება, მიუხედავად იმისა რომ "მიშა რატიანის" კერძო საიტია. ანუ იგივე პროგნოზია იქაურობისთვისაც: სალანძღავი ეპითეტები... ინტერნეტში დამალული თვალები... ანუ, რამდენად უმეტყველო, შტერი და უაზრო თვალები ექნება კრიტიკოსს, ვერავინ ვერ დაინახავს ისევ!.. მეწყინება-თქო ვერ ვერ ვიტყვი, მაგრამ რომ არ გამეხარდება - ვიცი.
თუმცა შიმპანზეს ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს მაგრამ ჯანსაღ კრიტიკას ვერ დაწერს ნამდვილად. ისე კი ჩაიჟღუტულებს "კრიტიკა გაკრიტიკებულა საკრიტიკეში ჩაკრიტიკებულაო..." თუმცა... მაინც მაიმუნის წელია და რა ვიცი, იქნება თოფიც გაუვარდეს... =))
8. ვფიქრობ, ყოველივე აქ ნათქვამის ადრესატად "ურაკპარაკი" ვერ გამოდგება, რადგან ლიტერატურული საიტი არ არის ოფიციალური სასწავლო დაწესებულება, სადაც სტუდენტი გარკვეული გამოცდების წარმატებით გავლის შედეგად მოხვდა, ხოლო პედაგოგის ავტორიტეტს მისი დიპლომი და შრომითი ბიოგრაფია ადასტურებს...
ზოგადად ინტერნეტმა ხელ-ფეხი გაუხსნა ნებისმიერს, ვისაც არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა და მთელი ცხოვრება განიცდიდა იმას, რომ მისი აზრი სადმე მაინც არ იყო დაფასებული.
ამას ემატება ნებისმიერი ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება, - ჭკუა დაარიგოს სხვას... ასწავლოს, მიუთითოს, შეუსწოროს...
...და კიდევ ერთი ადამიანური სისუსტე, - გამოჩნდეს სხვათა თვალში ისეთი, როგორიც უნდოდა ყოფილიყო (და გარკვეული მიზეზების გამო, ვერ გახდა ასეთი). ვირტუალური სამყარო იდეალურ სივრცეს წარმოადგენს ამ კომპლექსების რეალიზაციისთვის, - განათლებულობის დემოსტრირებისთვის გუგლი სრულიად საკმარისია (ვინ ამოწმებს, უცებ მოიძიე სიბრძნეები თუ შენია?)! დასაშვებია ნებისმიერი სისულელეს დაბრეხვება, რამდენადაც იშვიათად ხდება შენი სისულელის რევიზია, - კაცობრიობა ინტერნეტს ჯერ კიდევ ავტორიტეტულ საინფორმაციო წყაროებთან აიგივებს და რაღაი შავზე თეთრად წერია, ესე იგი, სწორია! საკუთარ გემოვნებაში ხომ ისედაც ყველა დარწმუნებულია და უაპელაციოდ შეგიძლია არიგო კომპლიმენტები ან პირიქით, სალანძღავი ეპითეტები... გარდა ამისა ინტერნეტში არ ჩანს თვალები... ანუ, რამდენად უმეტყველო, შტერი და უაზრო თვალები აქვს კრიტიკოსს, ვერავინ ხედავს! ჰოდა, წავედით, - ლამის ყველა ხელმოცარულმა იპოვა თვითრეალიზაციის მშვენიერი საშუალება და ზოგი სპორტულ თემებში გახდა ექსპერტი, ზოგი კულინარიაში და ზოგიც ლიტერატურაში...
რა ლიცენზირებულ კრიტიკასა და კორექტულ შენიშვნებს ითხოვთ ამ დომხალში?
ერთად-ერთი გამოსავალი აქვს სერიოზულ ავტორს, - კომენტარებიდან თვითონ ამოიცნოს, - ვინ უბრალოდ ახირებულია და მხოლოდ საკუთარ პატივმოყვარეობაზე ზრუნავს... და ვის სიტყვას შეიძლება ნაწილობრივ მაინც ენდოს?
სხვა ვარიანტი არ არსებობს (ამ მოწყობის საიტებზე) და ნურც ეცდებით რაიმეს შეცვლას. ვფიქრობ, ყოველივე აქ ნათქვამის ადრესატად "ურაკპარაკი" ვერ გამოდგება, რადგან ლიტერატურული საიტი არ არის ოფიციალური სასწავლო დაწესებულება, სადაც სტუდენტი გარკვეული გამოცდების წარმატებით გავლის შედეგად მოხვდა, ხოლო პედაგოგის ავტორიტეტს მისი დიპლომი და შრომითი ბიოგრაფია ადასტურებს...
ზოგადად ინტერნეტმა ხელ-ფეხი გაუხსნა ნებისმიერს, ვისაც არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა და მთელი ცხოვრება განიცდიდა იმას, რომ მისი აზრი სადმე მაინც არ იყო დაფასებული.
ამას ემატება ნებისმიერი ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება, - ჭკუა დაარიგოს სხვას... ასწავლოს, მიუთითოს, შეუსწოროს...
...და კიდევ ერთი ადამიანური სისუსტე, - გამოჩნდეს სხვათა თვალში ისეთი, როგორიც უნდოდა ყოფილიყო (და გარკვეული მიზეზების გამო, ვერ გახდა ასეთი). ვირტუალური სამყარო იდეალურ სივრცეს წარმოადგენს ამ კომპლექსების რეალიზაციისთვის, - განათლებულობის დემოსტრირებისთვის გუგლი სრულიად საკმარისია (ვინ ამოწმებს, უცებ მოიძიე სიბრძნეები თუ შენია?)! დასაშვებია ნებისმიერი სისულელეს დაბრეხვება, რამდენადაც იშვიათად ხდება შენი სისულელის რევიზია, - კაცობრიობა ინტერნეტს ჯერ კიდევ ავტორიტეტულ საინფორმაციო წყაროებთან აიგივებს და რაღაი შავზე თეთრად წერია, ესე იგი, სწორია! საკუთარ გემოვნებაში ხომ ისედაც ყველა დარწმუნებულია და უაპელაციოდ შეგიძლია არიგო კომპლიმენტები ან პირიქით, სალანძღავი ეპითეტები... გარდა ამისა ინტერნეტში არ ჩანს თვალები... ანუ, რამდენად უმეტყველო, შტერი და უაზრო თვალები აქვს კრიტიკოსს, ვერავინ ხედავს! ჰოდა, წავედით, - ლამის ყველა ხელმოცარულმა იპოვა თვითრეალიზაციის მშვენიერი საშუალება და ზოგი სპორტულ თემებში გახდა ექსპერტი, ზოგი კულინარიაში და ზოგიც ლიტერატურაში...
რა ლიცენზირებულ კრიტიკასა და კორექტულ შენიშვნებს ითხოვთ ამ დომხალში?
ერთად-ერთი გამოსავალი აქვს სერიოზულ ავტორს, - კომენტარებიდან თვითონ ამოიცნოს, - ვინ უბრალოდ ახირებულია და მხოლოდ საკუთარ პატივმოყვარეობაზე ზრუნავს... და ვის სიტყვას შეიძლება ნაწილობრივ მაინც ენდოს?
სხვა ვარიანტი არ არსებობს (ამ მოწყობის საიტებზე) და ნურც ეცდებით რაიმეს შეცვლას.
7. ლიცენზიაო? აბა ტექსტებს რომ წერ აქ, იმათი ამბავი როგორაა? ანუ პროზის და პოეზიის წერას არ უნდა ლიცენზია და კრიტიკისას აუცილებლად ესაჭიროება? ვინ იძლევა მერე მაგას? საგადასახადო ხომ არა? აჰა, მართალია "ინტერპრეტრაციასაცივქაბაბინტელექტუალური" და მსგავსი "მაგარი" სიტყვების გარეშე, მაგრამ მაინც ხომ დაგიწერე შენი კრიტიკის კრიტიკაზე კრიტიკა? ესე იგი მეც კრიტიკოსი ვარ უკვე და მაქვს უფლება, ერთი პარტია ხალხის არ იყოს, შენც მოგანიჭო ეს წოდება. მიბოძებია კიდეც, ამინ! შეგიძლია გახსნა ცეცხლი ყველა მიმართულებით! ლიცენზიაო? აბა ტექსტებს რომ წერ აქ, იმათი ამბავი როგორაა? ანუ პროზის და პოეზიის წერას არ უნდა ლიცენზია და კრიტიკისას აუცილებლად ესაჭიროება? ვინ იძლევა მერე მაგას? საგადასახადო ხომ არა? აჰა, მართალია "ინტერპრეტრაციასაცივქაბაბინტელექტუალური" და მსგავსი "მაგარი" სიტყვების გარეშე, მაგრამ მაინც ხომ დაგიწერე შენი კრიტიკის კრიტიკაზე კრიტიკა? ესე იგი მეც კრიტიკოსი ვარ უკვე და მაქვს უფლება, ერთი პარტია ხალხის არ იყოს, შენც მოგანიჭო ეს წოდება. მიბოძებია კიდეც, ამინ! შეგიძლია გახსნა ცეცხლი ყველა მიმართულებით!
6. გმადლობთ აზგო.
სამწუხაროდ ასეთს აქ ვერ ნახავთ.
ამის უფლებას მხოლოდ ლიცენზია მომანიჭებდა. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ აზგო.
სამწუხაროდ ასეთს აქ ვერ ნახავთ.
ამის უფლებას მხოლოდ ლიცენზია მომანიჭებდა. პატივისცემით ნექტარი.
5. ნექტარი, რადგან ამდენი იცი კრიტიკის შესახებ, ბარემ შენებური კრიტიკის მაგალითიც მაჩვენე აქ. ან ბმული დადე ან ისე ამიხსენი სად ვნახო. წინასწარ მადლობელი. ნექტარი, რადგან ამდენი იცი კრიტიკის შესახებ, ბარემ შენებური კრიტიკის მაგალითიც მაჩვენე აქ. ან ბმული დადე ან ისე ამიხსენი სად ვნახო. წინასწარ მადლობელი.
4. გმადლობთ ძვირფასნო-დაკარგული, გულიანა, ნეფერტარი.
დ ა კ ა რ გ უ ლ ი- სწორედ მაგაზეა საუბარი.
სწრაფვა და სენი ერთია, მეორე კი, მოპოვება ასეთი გზით ამ სფეროში რაიმისა, გამორიცხულია, მოპოვებულის დაკარგვა კი, შესაძლებელი და ძალიან დასანანი.
გ უ ლ ია ნ ა- მითითებული განმარტებები, ჩემეული ვერსიებია, ჩემი გადმოსახედიდან დანახული.
ნ ე ფ ე რ ტ ა რ ი - თქვენ უკეთ ფლობთ სამაგისო ინფორმაციას.
პატივისცემით ნ ეწ ქ ტ ა რ ი. გმადლობთ ძვირფასნო-დაკარგული, გულიანა, ნეფერტარი.
დ ა კ ა რ გ უ ლ ი- სწორედ მაგაზეა საუბარი.
სწრაფვა და სენი ერთია, მეორე კი, მოპოვება ასეთი გზით ამ სფეროში რაიმისა, გამორიცხულია, მოპოვებულის დაკარგვა კი, შესაძლებელი და ძალიან დასანანი.
გ უ ლ ია ნ ა- მითითებული განმარტებები, ჩემეული ვერსიებია, ჩემი გადმოსახედიდან დანახული.
ნ ე ფ ე რ ტ ა რ ი - თქვენ უკეთ ფლობთ სამაგისო ინფორმაციას.
პატივისცემით ნ ეწ ქ ტ ა რ ი.
3. ხოო, ლიცენზირებული კრიტიკოსი აქ (ვფიქრობ) ნამდვილად არავინაა.
ხოო, ლიცენზირებული კრიტიკოსი აქ (ვფიქრობ) ნამდვილად არავინაა.
2. რა სარგებლობა მოაქვს ერის დაყოფას ან ამის მცდელობას მაგ კუთხით "დაკარგულო" თუ ისევ პირველობა სხვისი სამიზნე არა? თუ სხვა ერისა ხართ, სწორედ რომ ამასა იქმნით ან, მათ წისქვილზე ასხამთ. და თუ ქართველი, ცუდად განწყობილი ერისადმი,გვერდზე მდგომი და მასზე მეირონიე. რაც თქვენი მხრიდანაც, თუ მათზე მაღლა წარმოგიდგენიათ თავი,არა ხართ. "ჩვენში" კი ყველას ნუ გარევთ რადგან "ყველა" -->"ჩვენ" არა ვართ. ის რაც თქვენ გამოკვეთეთ ეს, ზოგადად ყველა ერის პრობლემაა მეტ ნაკლებად. კარგია როცა ჩვენს ცუდს შევამჩნევთ და მის ჩასახშობად კარგზე გავამახვილებთ ყურადღებას. ქართველი ერი არასოდეს ყოფილა წყალწაღებული.
მართალი ხართ ნექტარ ! ჯანსაღი კრიტიკა გწრთვნის და გაყალიბებს.
"კრიტიკა უკეთესობის მისაღებად წარმოებს და არა სიძულვილის გასავითარებ-გასაღვივებლად. და არა ერთურთის დასაპირისპირებლად."
"კრიტიკა-არის სუფთა, ანკარა სულის წყარო, სულგრძელობით, სითბოთი, სირბილით და თანადგომით სავსე ღირსეული გრძნობა."
ჯანსაღი კრიტიკა კი არავის აღიზიანებს, პირიქით, ის იწყებს შენს ზრდას, როგორც შემოქმედებით ასევე სულიერების თვალსაზრისით და ეს კარგია როგორც თვითოეული ინდივიდისათვის, ასევე ერისათვის. <3
რა სარგებლობა მოაქვს ერის დაყოფას ან ამის მცდელობას მაგ კუთხით "დაკარგულო" თუ ისევ პირველობა სხვისი სამიზნე არა? თუ სხვა ერისა ხართ, სწორედ რომ ამასა იქმნით ან, მათ წისქვილზე ასხამთ. და თუ ქართველი, ცუდად განწყობილი ერისადმი,გვერდზე მდგომი და მასზე მეირონიე. რაც თქვენი მხრიდანაც, თუ მათზე მაღლა წარმოგიდგენიათ თავი,არა ხართ. "ჩვენში" კი ყველას ნუ გარევთ რადგან "ყველა" -->"ჩვენ" არა ვართ. ის რაც თქვენ გამოკვეთეთ ეს, ზოგადად ყველა ერის პრობლემაა მეტ ნაკლებად. კარგია როცა ჩვენს ცუდს შევამჩნევთ და მის ჩასახშობად კარგზე გავამახვილებთ ყურადღებას. ქართველი ერი არასოდეს ყოფილა წყალწაღებული.
მართალი ხართ ნექტარ ! ჯანსაღი კრიტიკა გწრთვნის და გაყალიბებს.
"კრიტიკა უკეთესობის მისაღებად წარმოებს და არა სიძულვილის გასავითარებ-გასაღვივებლად. და არა ერთურთის დასაპირისპირებლად."
"კრიტიკა-არის სუფთა, ანკარა სულის წყარო, სულგრძელობით, სითბოთი, სირბილით და თანადგომით სავსე ღირსეული გრძნობა."
ჯანსაღი კრიტიკა კი არავის აღიზიანებს, პირიქით, ის იწყებს შენს ზრდას, როგორც შემოქმედებით ასევე სულიერების თვალსაზრისით და ეს კარგია როგორც თვითოეული ინდივიდისათვის, ასევე ერისათვის. <3
1. კრიტიკა პროფესიონალის საქმეა... სამწუხაროდ, ობიექტურ, კონსტრუქციულ კრიტიკას იშვიათად თუ სადმე შევხვდებით. მითუფრო ქარVელებში- ფარისევლობა და პირველობისადმი სწრაფვა ხომ ჩვენი სენია კრიტიკა პროფესიონალის საქმეა... სამწუხაროდ, ობიექტურ, კონსტრუქციულ კრიტიკას იშვიათად თუ სადმე შევხვდებით. მითუფრო ქარVელებში- ფარისევლობა და პირველობისადმი სწრაფვა ხომ ჩვენი სენია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|