 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 5 დეკემბერი, 2015 |
მე, წავალ - არ არის აქ ჩემი ადგილი, იმ მხარეს ავირჩევ, საითაც მელიან. იქ, სადაც ცხოვრება არ არის ადვილი, პირიქით, ძალიან, ძალიან ძნელია.
მე, წავალ და ყველა ოცნებას დავტოვებ, დავტოვებ მილოცვებს, დავტოვებ სამძიმრებს. მე, წავალ, რადგან არ მიყვარს სიმარტოვე და ყოფა ამგვარი საშინლად მამძიმებს.
მე, წავალ, რომ მუდამ, რომ მუდამ აქ ვიყო, ოღონდ სულ სხვა ყოფნით და სულ სხვა გაგებით. რადგან თუ არ წავალ, დრო მაინც გამრიყავს და მერე ვინ იცის, სად დავიკარგები...
მე, წავალ, რადგანაც ასეა საჭირო, მელიან თან, და თან მიჭირს სიმარტოვე. მე, წავალ, რადგან აქ არავინ მაჩერებს და არც შენ არ მტოვებ!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "მე, წავალ, რომ მუდამ, რომ მუდამ აქ ვიყო, ოღონდ სულ სხვა ყოფნით და სულ სხვა გაგებით. რადგან თუ არ წავალ, დრო მაინც გამრიყავს და მერე ვინ იცის, სად დავიკარგები..."
- მომეწონა სათქმელის მკაფიოდ ჩამოყალიბება. "მე, წავალ, რომ მუდამ, რომ მუდამ აქ ვიყო, ოღონდ სულ სხვა ყოფნით და სულ სხვა გაგებით. რადგან თუ არ წავალ, დრო მაინც გამრიყავს და მერე ვინ იცის, სად დავიკარგები..."
- მომეწონა სათქმელის მკაფიოდ ჩამოყალიბება.
1. კინაღამ მომეწონა, მაგრამ ფინალმა დამაბნია და საბოლოოდ ვეღარ გავიგე, მომეწონა თუ არა.
კინაღამ მომეწონა, მაგრამ ფინალმა დამაბნია და საბოლოოდ ვეღარ გავიგე, მომეწონა თუ არა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|