ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2015


ოდა რუსთაველს

რუსთაველო! შენი წიგნი
ჩემი სულის საზრდოა,
სიამეს მგვრის მისი კითხვა,
როგორც ახალგაზრდობა.

შენ ხომ იყავ ის მგოსანი -
სიყვარულს რომ აქებდა,
შენი ’’ვეფხისტყაოსანი“
ჩვენში ტაძრებს აგებდა.

გადაურჩა ქარტეხილებს,
თუმც დღეები მოკლდება,
პოეზია არ მომკვდარა,
არც არასდროს მოკვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები