ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2015


ტყის არჩევნები


ტყის პრობლემებს ვინ დათვლის,
ვის აქვს ამის დარდი,
გადაწყვიტეს, გვინდაო
ერთი დეპუტატი.
ლომთან ის გვიშუამდგომლებს,
არ დამალავს რა გვჭირს,
გავიხაროთ ცხოვრებით,
შეგვიმცირდეს ხარჯი.
შეკრიბეს კომისია,
მდივანია მგელი,
თავმჯდომარე დათვია,
მეთვალყურე შველი.
კანდიდატთა სიაში
პირველია მელა,
თუმცა არვის არ უნდა
ფლიდი, გაიძვერა.
ცხოველთაგან მრავალი
მხარს დაუჭერს სპილოს,
წონაცა აქვს, შრომასაც
არასდროს თაკილობს.
მელა ხვდება, წააგებს
მაჩვს გაანდო დარდი,
თან დაპირდა: ,,მიშველი?
მილიონერს გაგხდი!”.
მაჩვი ფულებს დახარბდა,
თათს დაურტყა თათი:
,,დათვსა ვთხოვოთ დაუშვას
ხმის დამთვლელის შტატი.
იმ შტატზე მე დამნიშნოს,
საარჩევნო ვადით,
დანარჩენი მე ვიცი,
გაიმარჯვებ, ნაღდი!”.
საქმე დათვთან ჩააწყვეს,
თაფლით, ხუთი კილოთ,
მაჩვს დათვლა არ ცოდნია,
გაიმარჯვა სპილომ.
2015 წ. 25 ნოემბერი
კონკურსი - ბუკნაჭო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები