ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2015


თოვლი მოსულა


თოვლი მოსულა, აუვსია მთლად  არემარე
დილა გათენდა უთეთრესი, შენ დამემალე...
შენი სითბოთი ნუ დაადნობ  ამ ფიფქებს  მალე,
არ მინდა  გაქრეს  ყველა ფიფქი , ჰოდა დამალე
ხელებში, მკერდში და უბეში  ,  რომ მისი ბედი
ეფემერაა და სიცოცხლეც, წუთივით მოკლე.
ნუ მოინდომებ, რომ ეს ფიფქიც ახლავე მოკვდეს.
თუ ჩაიხუტებ, ერთგულებას რაღას  თხოვ კრისტალს
ამ ფიფქის ნაცვლად მხოლოდ წვეთი დაგრჩება დიდხანს.
თოვლივით ცივი , შენსავით თბილი, კონტრასტი - დილა
გათენდა, თეთრი, უთეთრესი, იფრქვევა  ციდან,
მე  ჩემს შეხვედრას  ამ ფიფქებთან  დავარქვი  ფიქრი
შენ დამემალე,  შენ სითბოზე  მიყვება ფიფქი...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები