ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2015


არაფერია

არაფერია, დრო ჩუმად წაშლის,
ხავსით დაფარავს გრძნობის კანიონს
და მიტოვებულ, უძირო ტბაში,
ღამე მკერდს დაბანს ხელით ალიონს.

დაუბრუნდება ლურჯი ნათება,
მთვარეს და ისევ ემთხვევა სარკმელს.
ისევ დახვდება ვნებით შეშლილი,
შიშველი ფიქრით, რომ უმზერს სარკეს.

არაფერია თუ ვერ იხილავს,
შენი თვალების უცნაურ წადილს,
ან თუ, ვერ იგრძნობს,  ჟინით გართული,
სულის სიღრმეში დაკარგულ მანძილს.

დაუბრუნდება ისევ ოცნება,
ალბათ ღამეში გაბნეულ თვალებს.
მეც დავსრულდები ალბათ ფიქრებში,
სულ თან რომ დამდევს და გამაწამეს.

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები