 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პროზა 16 დეკემბერი, 2015 |
შემოდგომის მშრალი, თავაშვებული ქარი მეეზოვესავეთ მიახვეტებდა ჭრელ, ძალაგამოცლილ ჭადრის ფოთლებს, ტალღა-ტალღა ეფინებოდა ტაძრის განაპირა ჩაყოლებულ ბილიკს რბილ, ხმაურიან ხალიჩად. ის უსმენდა ქარის შექმნილ შემოდგომის რექვიემს. ყოველი ფოთლის ერთ მოძრაობას ერთ ნოტს უსაბამებდა. ოო, რამდენი ნოტისგან შედგებოდა ეს ნაწარმოები... უსმენდა და იწერდა იქ, მსხვილ მფეთქავ არტერიასთან... შარშანდელი რექვიემი არ ჰგავდა წლევანდელს. ახლანდელი ნოემბრის ქარი საშიშ მუსიკას უკრავდა. იჯდა... უსმენდა... ინახავდა... უსიცოცხლო, გაყვითლებული ჭადრის ფოთოლი მუსიკამ მუხლზე დაასვა. იგრძნო...ხელში აიყვანა თოთო ბავშვივით და ხელის გულზე დაისვენა... მუქი, წაბლისფერი თმა თავსაფრიდან ჩამოშლოდა, ალაგ-ალაგ მოუჩანდა ნაზამთრალ-ნაწვალევი ჭაღარაც. ქარმა მელანქოლიურად გააგრძელა მღერა.ის მიხვდა, რომ შემოდგომის ეს დიადი კომპოზიტორი ახალ სამგლოვიარო მარშს ქმნიდა . დასტიროდა დაობლებულ ხეებს, საკუთარი ხელით ჩამომხრჩვალ თითოეულ ფოთოლს,რომელთაც სინანულით უგალობდა. წამით შეზიზღდა ქარი. მკვლელი და გულბოროტი უწოდა. ქარმა საწყალობლად დაიკვნესა, მიუხვდა თითქოს ბრალმდებელს და უფრო მეტად მოხვია მარწუხები ჭადრის ფოთლებს. ფოთლები დანებდნენ. მათ აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ. კომპოზიტორი კვლავ სინანულით სჩადიოდა ახალ ცოდვას და დანაშაულს. იგი შვილებს უკლავდა ხეებს და გარდაცვლილი ფოთლები მიჰყავდა დედებისგან შოორს...დედა ხეები ნერვულად კანკალებდნენ და ცდილობდნენ შვილების შენარჩუნებას. ის უსმენდა ისევ .ხელისგულზე ისევ ესვენა ჭადრის გარდაცვლილი ფოთოლი. ქარი ისევ უკრავდა სამგლოვიარო მარშს. ისევ შეზიზღდა კომპოზიტორი. ახლა უფრო მძაფრად. მასაც ხომ იმავე ქარმა წაართვა საკუთარი შვილი ,-თავის ზვირთად ააგორა და მოგონებად უქცია. წყეული ქარი! ბოღმა ნამქერივით მოაწვა გულზე და მძაფრად მოუნდა გადაეკეტა კომპოზიტორის არსებობის წყარო, ისევე უნდოდა ჩამოეხრჩო, როგორც თვითონ კლავდა... წუთიერი აღგზნება მიუყუჩდა . რაღაც წკრიალით დაეცა გადატყავებულ მუხლებზე დადებულ თუნუქის ოღრო-ჩოღროდ გადახერხილ ქილაში. არ შეუხედავს, არც მადლიერება გამოუთქვამს. მხრებზე მოხურული ლაბადა კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე. გამოეკვეთა მრგვალი, გამხდარი მხრები, რომლებიც უიმედოდ ჩამოცვენოდა. ქარმაც შეწყვიტა ეს ომი. ის ტუჩებს შეუმჩნევლად ამოძრავებდა , თუმცა სიოდ ქცეულმა კომპოზიტორმა გარკვევით გაიგონა მისი სიტყვები: უფალო, დამეხმარე , ოდესმე ვიხილო დღის სინათლე“...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვახ, ემოციურია! ვახ, ემოციურია!
12. დამალეთ თქვენი უსუსურობა ! თქვენთან არათუ კამათს, საუბარსაც არ ვაპირებ, მით უფრო პასუხის გაცემას. დამალეთ თქვენი უსუსურობა ! თქვენთან არათუ კამათს, საუბარსაც არ ვაპირებ, მით უფრო პასუხის გაცემას.
11. " მიახვეტებდა " >> ამისი დამწერი სხვის ქართულს რომ დაიწუნებს და მეტაქსას დაუძახებს, თვით ეს ადამიანია ფარსი.
უკან მიმაქვს ჩემი N 3 კომენტარი, საწყალი შოპენი...
აგლაია, თუ ეს საიტი ფარსად მიგაჩნიათ, შეგიძლიათ დატოვოთ, მერწმუნეთ კალთებს არავინ დაგაგლეჯთ. " მიახვეტებდა " >> ამისი დამწერი სხვის ქართულს რომ დაიწუნებს და მეტაქსას დაუძახებს, თვით ეს ადამიანია ფარსი.
უკან მიმაქვს ჩემი N 3 კომენტარი, საწყალი შოპენი...
აგლაია, თუ ეს საიტი ფარსად მიგაჩნიათ, შეგიძლიათ დატოვოთ, მერწმუნეთ კალთებს არავინ დაგაგლეჯთ.
10. კარგია რომ ნოემბერში არ წავიკითხეე ძალიან მეემოციურა მომეწონა. კარგია რომ ნოემბერში არ წავიკითხეე ძალიან მეემოციურა მომეწონა.
9. გუგლში მართლა არ იძებნება :* გუგლში მართლა არ იძებნება :*
8. მიახვეტებდა...ეს სიტყვა მხოლოდ აქ ვნახე. ახალი ქართული სიტყვაა :) მიახვეტებდა...ეს სიტყვა მხოლოდ აქ ვნახე. ახალი ქართული სიტყვაა :)
7. :) ეფექტურია მაგრამ.. :) ეფექტურია მაგრამ..
4. რა დამთხვევაა, ნეფერტარ, ახლა მე ვუსმენდი შოპენს.
https://www.youtube.com/watch?v=PURlDLVADTE რა დამთხვევაა, ნეფერტარ, ახლა მე ვუსმენდი შოპენს.
https://www.youtube.com/watch?v=PURlDLVADTE
3. შოპენის ნოქტიურნი გამახსენდა "შემოდგომა"
თქვენც მოგიტანეთ,..
https://www.youtube.com/watch?v=jShImBvjgQM
შოპენის ნოქტიურნი გამახსენდა "შემოდგომა"
თქვენც მოგიტანეთ,..
https://www.youtube.com/watch?v=jShImBvjgQM
2. საინტერესო კომპოზიტორის არსებობის წყარო. საინტერესო კომპოზიტორის არსებობის წყარო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|