ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2015


ნაზი შამანაურის მონოლოგი

ბევრი რომ არ ვთქვა, რასაც ველოდი
სწორედ ის მოხდა... მე დავისაჯე,
არ მაპატიეს საქართველოში
სიმართლისათვის რომ გავისარჯე.

ვერ შემიცოდეს... დედასთან ერთად
მეც იქ მიმაგდეს - სადაც მტვერია,
გულწრფელად მსურდა ყოველთვის მეთქვა:
’’ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები