ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2015


უფრო მეტი

რაღაც მინდა, უფრო მეტი სასწაული,
უფრო ცხელი შლეგიანი ფოთოლცვენა.
ეგ სხეული ჭადარივით გაძარცვული,
შიშველ წელზე სუროსავით შემოხვევნა.

ღამე მინდა ვნებისაგან გათანგული,
მაგ სამოსის ფოთლებივით მიმოფენა,
მთვარის ტახტზე ბაგეებით დანამული
სავსე მკერდის ზეცისაკენ აღმაფრენა.

ალი მინდა შენი გზნებით დანთებული,
შიგ გახვევა, ღრუბლებისთვის გადაფრენა.
ეგ თვალები უცნაურად ანთებული,
სამყაროსთვის მაგ სილურჯის გადაფენა.

სისხლი მინდა შენი სისხლით მოწამლული,
ჟინს აყოლა, უსასრულოდ ისევ ფრენა,
ეგ სხეული ჭადარივით გაძარცვული
შიშველ წელზე სუროსავით შემოხვევნა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები