ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
18 დეკემბერი, 2015


ალექსანდრა

  ამბობენ , თუ წაღვერში  ახვალ , დიდ მუხის ხეს დაინახავო . იმ მუხაზე ფერადი ნაჭრებია შებმული .  რა გინდა,  რომ ვერ ნახო : შალი , ჩითი , აბრეშუმი . ყველას განსხავევბული ისტორია აქვს  და ყველა დიდი სიყვარულის თუ იმედგაცრუების , წარმატების თუ მარცხის , ამბავს ჰყვებაო . ამ დაფლეთილი , საცოდავად დაგლეჯილი ნაჭრებისთვის რომ მოგესმინათ , ხან ტირილს , ხანაც სიცილს ვერ შეიკავებდით , მაგრამ განა ვინმე უსმენდა მათ ? მხოლოდ ნიავი , საამურად თუ შეარყევდა და გააცოცხლებდა . ჰო კიდევ იმასაც ამბობდნენ , ქარმა ,ძლიერმა , ბოროტმა ქარმა რომ დაუბეროს და ჩამოაგდოს , სურვილსაც სადღაც დიდ მთაზე აიტანს და აუსრულებელს დატოვებსო  . მაგრამ ხალხი გაუჩერებლად მიემართებოდა იმ მუხისკენ  , რომელსაც ათასობით და ათიათასობით ნატვრა ებარა, მაგრად შეუკრავდნენ ბანტს და უსულო მეგობარს სულს შთაბერავდნენ . მუხაში კი შეიძლება ითქვას პერსონიფიცირებული იყო ადამიანის სულიერი ტკივილი , სიხარული , ბედნიერება და მწუხარება .
  მეც იმ  მუხისკენ გავემერთე ,რომელზეც ამდენი ლეგენდა მსმენოდა , ზოგი რას მიყვებოდა, ზოგი რას .
- ალექსანდრა , მე იცი , სურვილი ამიხდა ,დღეს საოცრად ბედნიერი ადამიანი ვარ , წარმატებას მივაღწიე და გენერალური დირექტორი გავხდიო ...
- ალექსანდრა , მე იცი , შვილი მეყოლა , შვილი , რომელსაც 21 წელი ველოდი , გოგოა ალექსანდრა გოგო ....
- ალექსანდრა  , მე იცი , გამოვჯანმრთელდი , ეს წყეული სენი დავამარცხე და დღეს თავისუფლად შემიძლია ვიცხოვროოო ...
- ალექსანდრა , მე იცი , გავიარე ....  არ მჯერა , ალექსანდრა , მაშინ ვერც კი მივწვდი ხეს ნაჭერი რომ შემება და ახლა , ახლა , ნახე იმ ნაჭერს , ჩემს პრიალა ნაჭერს მე თავად ვწვდებიო ..
- ალექსანდრა , გახსოვს , პატარა რომ ვიყავი და ექიმობა მინდოდა , მაშინ ჩავუთქვი ცნობილი ექიმი მინდა გავხდე მეთქი  .....
- ალექსანდრა , მან მე ხელი მთხოვა ...
- ალექსანდრა , ბიჭია , ბიჭია
- ალექსანდრა , სტუდენტი გავხდი . ალექსანდრა .......
    ხოდა მეც ვესტუმრე წაღვერს .  საოცარი  ამინდი იდგა. მზეს ირგვლივ არე-მარე გაეთბო და თავს დამნათოდა.  მივაბიჯებდი უცხო ადგილას , გულში მემღერებოდა , მაგრამ სიმღერას ვერ ბედავდა , ემოციებისგან გული მითრთოდა და სიხარულით  სავსე თვალები მიბრწყინავდა .  ვიცოდა , რომ მივდიოდა იქ , სადაც ოცნებები ხდებოდა , მივდიოდი იქ , სადაც მჯეროდა , რომ  სანუკვრელი ოცნება მალე მეც ამიხდებოდა .  ხოდა , ხეს ჩითის  თეთრი ფითქინა  ნაჭერი შევაბი . საოცრად  სუფთა , პრიალა , სულ ახალ -ახალი , ჩანთიდან რომ ამოვიღე , მისი სუნი მეცა , სისუფთავის სუნი. თითქოს მენანებოდა მისი შებმა ხეზე , თითქოს მეშინოდა , რომ მას ვინმე შებღალავდა , ძლიერი , ბოროტი ქარისგან რომ დამეცვა , მაგრად შევაბი ხის ტოტს , თან ისე მაგრად , რომ ვერანაირი ძალა ვერ გააქროლებდა , იქ  , სადღაც მთებში ..... მთებში , სადაც სურვილები აუსრულებელი რჩებაო ......  წამოვედი და მიხაროდა , ჰო , მიხაროდა , რომ ჩემი სურვილიც მალე ასრულდებოდა .
  მე ცნობილი მოჭადრაკე ალექსანდრა ვარონა ვიყავი . ბავშობიდან ჭადრაკის თამაშით გატაცებული , მოუსვენარი , ამბიციური , მეამბოხე . დაუმორჩილებელი სულისა და თამამი გადაწყვეტილებით მოწინავე , შეუდრეკელი და ხანდახან ურჩი . მამოძრავებდა მიზანი გამარჯვებისა და არ მაღელვებდა არანაირი ქმედება .  სრულიად ვემონებოდი ძალაუფლებას და არ ვუშვებდი არცერთ  შანს ხელიდან .  ვერ ვიტანდი ლოგიკურად  აზროვნებას და ვცდილობდი წარმოსახვით მსოფლიოს დაპყრობას . იმისთვის , რომ ახალი ნაპირი აღმომეჩინა  , ვტოვებდი  ძველს  და უკან მოუხედავად ვისწრაფვოდი  წინ .
  ის კი ,  დიმიტრი კაზაკინი იყო  .  ჭადრაკის თამაშში განთქმული , დინჯი , გაწონასწორებული არქიტექტორი . ჩიკაგოს ცათამჯენების დამაპროექტებელი და ოჯახში აღიარებული მევიოლინე .  ნახაზი ან იდეალურად უნდა შექმნილიყო  ან მოიცდიდა მის იდეალურად გარდასახვმდე . მისი  მიზანი იყო  გამარჯვება და არაფერი გამარჯვების გარდა. 
  პირველად ჭადრაკი 12 ნოემბერს ვითამაშეთ . სათმა 12 ს ჩამოჰკრა ხელი  . ხალხი მოემზადა ორი დიდი მოჭადრაკის შერკინებინების საყურებლად . დაიწყო თამაში , დაიწყო იგი , ნელ -ნელა ითვლიდა პაიკებს ბედი . აკლდებოდა თითო და თითქოს ირგვლივ სიჩუმე სუფევდა ჭადრაკის ირგვლივ ....
  და მაინც რა იყო ჭადრაკის თამაში ? ეს ის დიდი გამოუხატავი ემოცია იყო , რომელიც ორ მოწინააღმდეგეს გვეუფლებოდა . გამარჯვების სენით შეპყრობილი კონკურენტები  თვალებით ვკორტნიდით  ერთმანეთს და ვცდილობდით ერთმანეთის გაცხრილვას . ორი თვალი  , ორივე ლურჯი , არ ვიცოდით ვის არგუნებდა გამარჯვებას ბედი ...
  ჩემ მიერ გადადგმულმა პირველმა პაიკმა , სკამები ააჭრილა, თვალის გუგები გააფართოა და გარემომცველთა ყურადღება მის მზერას მიაპყრო . დაიძაბა ცნობილი დიმიტრი კაზაკინი . თითქოს მისი გული საგულედან ამოვარდესო და პაიკს უბრძოლველად დანებდესო . მაგრამ მალევე მოერია თავს და თამაში ოფიციალურად გახსნა. პაიკს , როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელ ქალს , თამაში ცხენით გამიხსნა  . მაშინ შევშფოთი , მინდოდა ძალაუფლება წამიერად გამომეხატა და მის თვალებში ჩაძირულმა ალექსანდრამ დედოფალს მოვკიდე ხელი და დავივიწყე გადათვლა უჯრის ....  ერთი , ორი , სამი ვერ გადავთვალე დავიბენი ქალი ..... ერთი , ორი , სამი და დავკარგე თავი ... დედოფალს მოჰყვა პაიკი სამი , ცხენი ერთი და ეტლი ორი.  და მაშინ როცა ჭადრაკის დაფა იდგა ურყევად, იცინოდა, იცინოდა და გამარჯვებას წინასწარ  ზეიმობდა  იგი  .....
    შემომხედა  და უცებ  მოერია სიგიჟე ბრაზის . ურყევი ქალი , იჯდა დინჯად და არ შეუტოკებია წარბი .  წარბს მოჰყვა თვალი , თვალი კი ლურჯი და ჩაიძირა ოცნების ზღურბლში .  ვინღა უყურებდა ფიგურების სვლას , აღარცერთს გვახსოვდა მიზანი ჩვენი  , და ამ დროს როცა ის  ჭადრაკს თამაშობდა  ალექსანდრას  თვალში , გამახსენდა  მისი ღიმილი ბასრი  . გადავდგი ცხენი , ერთი , ორი ,  სამი  და  აღარ  ჰყავდა მოწინააღმდეგეს ეტლი . ერთი , ორი , სამი და აღარ  ჰყავდა  მეფეს, მეუღლე ქალი . ერთი , ორი , სამი და გამოცხადდა მეფესთან შახი ...  გაბრაზებულმა განცვიფრებულმა ოხვრით ახვსილმა შემომ  ხედა თვალში , ვერ გაერკვია რა მოხდა წამში ..... დამარცხდა მეფე , მტერი ამაღლდა სუყველას თვალში , დამარცხდა იგი და დარჩა მხოლოდ წყეული ტაში .....  ურყევი დაფა შეარყია  და შემომხედა თვალში , თვალი კი ლურჯი  და ხმას ვერ იღებდა კაცი . ეს  თამაშია , თამაში მტრული , უნდა გათვალო ნაბიჯი სრული , შეამოაბრუნო შენ მხარეს რული და აუძგერო სუყველას გული ..... ‘’
  მას შემდეგ  ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვითამაშეთ , ხან ვაგებდი , ხანაც ვიგებდი .  ხანაც უბრალოდ ვუყურებდი , ლურჯი თვალები საოცრად მიზიდავდა , თავბრუს მახვევდა და სიცოცხლის ძალას მაძლევდა . არ ვიცოდი რა უყვარდა , რა უნდოდა , რა სჭირდებოდა. საკმარისი იყო თამაში დაგვეწყო , რომ ყველა სიტყვა სადღაც ქრებოდა , ყველა ემოცია ერთბაშად იყრიდა თავს და ორ თვალს , ორივე ლურჯს ერთმანეთის პირისპირ ტოვებდა . მხოლოდ ფიგურების მოკვლის ხმა ისმოდა . ეს ის ხმა იყო , წამიერად აზრზე , რომ მომიყვანდა და თამაშს გამაგრძელებინებდა ... ეს ის ხმა იყო უსაზღვრო ემოციებისგან , რომ მიხსნიდა და გონებას გულისგან გამოითხოვდა .  თამაში უნდა გამეგრძელებინა , თორემ უფსკრულში წამიერად გადავიჩეხებოდი , უფსკრულში სადაც მე , ალექსანდრა , შეიძლება მოვხვედრილიყავი , თუმცა მისი სახე , მისი თვალები , ისევ ოცნებებში მიშვებდა . იმ ოცნებებში , სადაც მე თავად ვქმნიდი ილუზიებით სავსე სამყაროს , იმ ოცნებებში სადაც მე ვაშენებდი კოშკებს და მე თავად ვამსხვრევდი მათ  ....  კი არ ვიგონებდი , არამედ ვფიქრობდი  იმას,  რასაც ორგანულად , უშუალოდ განვიცდიდი .
  ყოველთვის მეშინოდა ვიღაცის , რაღაცის სუროგატად ( უხეირო ასლად ) არ ვქცეულიყავი. მე ალექსანდრა ვარონა ვიყავი , ძლიერი  ქალი , რომელიც არასდროს დაემონებოდა ვიღაცის გადაწყვეტილებას , ბოლომდე ვიბრძოდი და ბრძოლა არასდროს მღლიდა და თუ ბრძოლაში ვაგებდი,  ომში ვიმარჯვებდი . იმ დღეს ,  ქარი ძლიერ  ქროდა  , საშინელი თავსხმა წვიმა ბანს აძლევდა და ორივე ერთად ქვეყანას ბნელით ფარავდა . ჩვენ ისევ ჭადრაკის თამაში დავიწყეთ , ირგვლივ სიჩუმე იყო , ხო სიჩუმე , რომელსაც ვერც ქარის დამანგრეველი ხმა და ვერც თავსხმა წვიმა არღვევდა . მთელი დღე ვიბრძოდით , მთელი დღე ფიგურებს ხან აქეთ , ხანაც იქით ვათამაშებდით . ბოლოს კი მან მითხრა
- ალექსანდრა , დაე დასრულდეს თამაში ფრედო !!!! 
  მაგრამ არა , არა და არა ..... მე ხომ ამაყი ალექსანდრა ვიყავი , რომელიც გამარჯვების სენით შეპყრობილი მის ლურჯ თვალებს ივიწყებდა , თვალებს , რომელიც , თურმე , ხო ახლა ვხვდები , რომ , თურმე , ერთს ამბობდა , მეორე უნდოდა  და მესამეს აკეთებდა .  ის ადგა და წავიდა , უკანასკნელი თამშიც ჩემი გამარჯვებით დასრულდა , მაგრამ განა ეს მჭირდებოდა , ნუთუ ეს მინდოდა ?
  და მაინც რამდენი , რამდენი რამ მრჩებოდა სათქმელი , რამდენი კითხვა პასუხგაუცემელი , გრძნობები ?  რამდენი გრძნობა მრჩებოდა  გამოუხატავი .  მაშინ მივხვდი , რომ უკანასკნელად ვეთამაშე ჭადრაკი  , ჰო მივხვდი და ავტირდი , ხმამაღლა ავბღავლდი , ისეთივე საცოდავი ვიყავი  , როგორც შვილის სიკვდილით გამწარებული დედა , რომელსაც შავები ჩაეცვა და შვილის სარეცელზე მუხლმოდრეკილი დაჩოქილიყო. მე ჭადრაკის ფიგურებთან მომედრიკა მუხლი და ფიგურებს ხან აქეთ , ხან იქით ვათამაშებდი .
  ხოდა ამიტომაც წავედი წაღვერში , ესღა მქონდა დარჩენილი იმედად , ამიტომაც შევაბი თეთრი ნაჭერი , ამიტომაც ჩავუთქვი მხოლოდ ერთი , ერთადერთი თამაში მასთან . და მაინც რა იქნებოდა , რომ მხოლოდ ერთხელ , კიდევ ერთხელ , ღმერთო , კიდევ ერთხელ მეთამაშა .  და რა ალექსანდრა ფრედ დაამთავრებდი თამაშს ? და რა ალექსანდრა მისცემდი მას გამარჯვების საშუალებას ? ამ ფიქრებში ვიყავი , როცა დაღმართზე დავეშვი , თუმცა იმედი მქონდა , იმედი იმისა , რომ ოცნებები სრულდებოდა  , ნატვრის ხე კი მჯეროდა  ამ ყოველივეში დამეხმარებოდა .
  დრო გადიოდა , წლები წლებს მისდევდა , თვეები თვეებს . ბუნება კი განმარტოების  , თვითჩაღრმავებისა და ფილოსოფიური მედიტაციის საშუალებას მაძლევდა .  მარტოსული ადამინი , ალექსანდრა , უპირისპირდებოდა გარემომცველ სამყაროს  და არავინ ისე საცოდავი არ იყო , როგორიც მარტოსული ალექსი .....
  სარკეში ჩახედვა მიჭირდა , ის ალექსანდრა , რომელიც საოცრად მომწონდა , ყველას იზიდავდა და შეუძლებელს აკეთებდა , დროსა და სივრცეში იკარგებოდა . რამდენი ახალი ნაოჭი გაჩენილა ჩემს სახეზე , როგორ ჩაცვენილა ჩემი ერთდროს მომღიმარი თვალები . ისინიც სადღაც იკარგებოდნენ , ისინიც მტოვებდნენ ..... და მაინც ერთი თამაში , რა იქნებოდა მხოლოდ ერთხელ მეთამაშა მასთან ? ......
  ჭადრაკის ფედერაციიდან ლაშქრობაში შემომთავაზეს წასვლა , ჰაჰ გაგეცინებათ ალბათ , მე ლაშქრობაში როგორ უნდა წავსულიყავი ,მოხუცი ალექსანადრა , რომელსაც სული ძლივსღა ედგა და ნაბიჯებს ნელ - ნელა მიათრევდა . მაგრამ სურვილი იმისა, რომ დამემტკიცენინა , ისევ რაღაცას ვუმტკიცებდი ჩემს თავს , სიძლიერე და ახალგაზრდული  სული , ჩემს მობერებულ სხეულში , მეც გავემართე მათთან ერთად .  ახლა , პირველად , ვიგრძენი ამდენი წლის შემდეგ,  რა ბედნიერება ყოფილა  მეგობრებთან გართობა , ახალგაზრდების მოსმენა , თინეიჯერულად აზროვნება , რამდნენი რამ დამმიკარგავს და რისთვის ? თავად არ ვიცოდი , ასე წამიერად დრომ როგორ ჩამიქროლა.  ეს იმ პირველი ჭადრაკის თამაშს ჰგავდა , ამჯერად ცხოვრება რომ  მეთამაშებოდა .  ცხოვრება , რომელმაც შახი გამომიცხადა და მატისთვის მამზადებდა .  ფიქრებში წასული ალექსანდრა , ბავშვების ჟრიამულმა გამომაფხიზლა .....
- ავიდეთ , ავიდეთ წაღვერში , იქ თურმე სურვილებს უთქვამენ და იცით  ,  ყველა სურვილი სრულდება  ....
- ავიდეთ რა , მეც მინდა ჩავიფიქრო სურვილი , რომ გავიზრდები მინდა დიდი არქიტექტორი გამოვიდე ....
- ავიდეთ რა , მეც მინდა მალე გამოვჯანმრთელდე ....
- ავიდეთ რა , მეც მინდა ჩემი პაპიკო გადარჩეს ......
  წაღვერი , დიდი მუხა და თამაში ,  მხოლოდ ერთხელ , ერთხელ  თამაში ..... ჩემი ჩითის ნაჭერი მაშინვე  ვიცანი , ისევ ისე მაგრად იყო გაფსკვნილი , როგროც მაშინ , როცა მეშინოდა ქარს შორს არ წაეღო და სურვილი არ მოეპარა  . ის , ისევ ფრიალებდა და სხვა სურვილებთან ერთად ასრულებას ლამობდა . ნატვრის ხე კი იდგა ურყევად , მაშინ შევამჩნიე , რომ ნაჭერზე დიდი წითელი ლაქა იყო . აქ ,თითქოს ,  გასაკვირი არც არაფერი იყო , ამდენი ხნის შემდეგ ან დაისვრებოდა , ან დალაქავდებოდა ,მაგრამ ის ისე მაგრად იყო ჩამჯდარი  , რომ მის სიკაშკაშეს , მის სისპეტაკეს მალავდა . წითელი ლაქა ჩემს სურვილსაც ალაქავებდა და ნატვრის ხეს მის ასრულებას არ აცდიდა .  თითქოს ენერგია გამოცლილი მოხუცი ვიყავი , მაგრამ არა ,ჩემი ნაჭერი სასწრაფოდ მოვხსენი , წყაროსთან მივიტანე და ჩამოვრეცხე , ის ლაქა ჩამოვრეცხე , რომელიც მე , ალექსანდრას , ცხოვრების მანძილზე თან მსდევდა და აუტანელ  ტკივილს მაყენებდა . ის ლაქა ჩამოვრეცხე , რომელმაც ამდენი ხანი  მაწვალა , ჭადრაკის ყუთში ჩაყრილი ფიგურებივით , ცხოვრებას არეულს ხდიდა და მე სიყვარულის მონად მაქცევდა .
    ერთი თვის შემდეგ  უკანასკნელად ვესტუმრე ჭადრაკის ფედერაციას , ჩვენ , მე და მან ,  კიდევ ერთხელ , მაგრამ უკანასკნელად ვითამაშეთ ჭადრაკი . რამდენიმე საათი გაუჩერებლად ისმოდა ფიგურების ხმა , ხან აქეთ , ხან იქეთ . თვალები ისევ ისეთი ლურჯი ჰქონდა , მომღიმარი და  მოციმციმე .  კითხავზე ფრედ დავასრულოთ თუ არა თამაშიო  კი  მე არაფერი მითქვამს . არ ვიცი დუმილი მან,  ალბად , თანხმობის ნიშნად მიიღო , მე კი ისევ ჩემი , ალექსანდრას , გამარჯვებად .......... 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს