ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2009


ცოდვილის მონოლოგი

ქარები ყინვის შოლტებს აკრავენ
გარეთ და გააქვს ცახცახი ტაძარს,
მე ვუცქერ ჩემს სულს, ბნელს და ამღვრეულს,
გადაბერწებულს, ღჯუსა და საპყარს.
ჩამოწდეს უნდა ყველა ცოდვები,
არაცნობიერ ბიჯით დასჯილებს,
თეთრ ქერუბიმთა ყრუ რეკვიემი
საფლავის დახშულ კართან გვაცილებს.
დედა, ავიდგი ფეხი მირაჟში,
ვდევდი ბელზებელს მორჩილად კვალში,
ტაძარში ლოცვა აღარ ისმოდა,
ტოროლებს უღვთოდ ჩეხავდნენ ცაში.
ცა ცაა მხოლოდ, მიწა მიწაა,
ცის იქით კიდევ ცა არის დიდი,
სულში სატანა ხარბად მკოცნიდა,
როცა დავითის დიდ დროშას ვყიდდი.
ცახცახებს ქარი და ტაძრის გუმბათს
ახლის საფეთქელს, ხდება უგონოდ,
რუხი ფოთლები_თეთრი პეპლები
მიწის ცივ გულზე ცვივა უღონოდ.
ქარები ყინვის შოლტებს აკრავენ
გარეთ და გააქვს ცახცახი ტაძარს,
და ვხედავ, როგორ ედება ბნელი
ეშმას ფერებით გასისხლულ ცარგვალს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები