ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2015


საშობაო სამზადისი

ასეთ საბავშვო რაღაცეებს ვუგონებდი ხოლმე  ექსპრომტად მამიდას სიცოცხლეს  - ნია/ნინო დარბაისელს, როცა პატარა იყო. ახლა უკვე იმხელაა, ვეხვეწები, ფეხსაცმელები რომ დაგიპატარავდება, მე შემინახე-მეთქი. :)
რამ გამახსენა?! ნაძვისხე დაუდგამს უკვე. სურათი დადო ,,ფეისბუქზე".  რატომღაც სულ თეთრი სათამაშოები უკიდია. ეს რა,  რამე ახალი ფასონია თბილისში?

საშობაო სამზადისი
- - - - - - - - - - - -
მხიარული ხმები ისმის
საშობაო სამზადისის.
ინაყება დასანაყი.
უკვე მზად გვაქვს გოზინაყი.

და გოზინაყს ნიამ ჩუმად
მოაციცქნა ერთი გვერდი,
თან თავის თავს უჩურჩულა:
- ასე ტკბილად დამიბერდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები