 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2015 |
იმ დღეს, სულ პირველად რომ შეგხვდი, შენც მწყემსი მეგონე ჩემსავით. შორიდან მიცქერდი. მე გვერდი გიქციე, მორცხვად მოგესალმე. მერე კი ყოველდღე ვხვდებოდით, შენ სიხარულისგან ბრწყინავდი. მეც ჩუმად შორიდან ვდნებოდი თვალების ცისფერი სინათლით. ერთხელაც მეწვიე... ცისმარე მე ისევ ბოჩოლებს ვმწყემსავდი. შენ კი _ უფლისწული ბრწყინვალე მინდორს ანათებდი მზესავით. _ რა გქვია? _ შენ მკითხე (ნეტავ, რად?!) გითხარი (ნეტავი, არ მეთქვა!) და ჩემი სახელი ნეტარად გაისმა ბადაგის ბაგედან. მერე კი სურნელი ბალახის კაბის აეკიდა ღილ-კილოს... ვლოცულობ, უფალი გფარავდეს! და თუნდაც ვერასდროს გიხილო, მე მხოლოდ ის ფიქრიც მეყოფა, რომ ჩემი ჩურჩული მოგესმა, შენს ცისფერსისხლიან დედოფალს სახეზე შეეხე როდესაც. ხელს ვერ შეგვიშლიდა ვერავინ, ვფიქრობდით... და რატომ გვეგონა?! შენ მონა უფლის, მე _ მხევალი, შენ _ შვილი მეფისა, მე _ მონა... ღვთით ერთმანეთისთვის შექმნილნი, ჩვენ ერთმანეთისგან გაგვძარცვეს და ჯვარი დაგვწერეს ერთ დილით, ოღონდ ორ სხვადასხვა ტაძარში.
ქმარს რომ გამოვუტყდი, გაჩუმდა და გულში ჩამიკრა საბრალომ. მე მხოლოდ ტკივილი ვაჩუქე დიდი სიყვარულის სანაცვლოდ. თუმცა მისი ხვედრი მწარეა და დარდი _ სიტყვებით ვერთქმული, ის დღესაც ერთგული ქმარია, სამეფოს მსახურიც _ ერთგული. ნაყოფს საიდუმლო ალერსის პირმშო საკუთარი უწოდა, ერთად გავუფრთხილდით მე და ის მკერდქვეშ მოფრთხიალე უცოდველს. მე ჩემი მშობლები არ მახსოვს. რატომღაც, ახლაც და მაშინაც, ღმერთს ერთი სიცოცხლის სანაცვლოდ მეორის სიცოცხლე დასჭირდა... ქმარმა, საიდუმლოდ ყველასთვის, შენთან სიახლოვეს დამკრძალა და ახლა ახლოდან შევნატრი შენი საძინებლის ფანჯარას. რადგან გულის ნაღველს ვერ ამხელს, გახდა უხეში და უნდოც კი, მაგრამ ჩვენს პატარას ჩემს სახელს ეძახის და თვალებს უკოცნის.
უფლისწულს, ლხენისთვის გაჩენილს, თითქოს ჩემი დარდი არ გეყო... და იმ დღეს, ჩვენს შვილს რომ ვაჩენდი, გვირგვინი დაგადგეს სამეფო. მუდამ ჩემთან ყოფნას დამპირდი, მაგრამ ბედი სხვაგან გადაწყდა. დაობლდა სამეფო და ტვირთი ქვეყნისა მხრებზე შენ დაგაწვა. სასახლის კედელთან დღეს ბორცვი წითელ ფოლიანტად ვბრიალებ. ვერ მოგწვდი, ვერ მოგწვდი, ვერ მოგწვდი და... ვარდად ვიქეცი ხვიარად. მოდიხარ, ნაზ ფურცლებს გადაშლი, კვლავ ჩემი სურვილით ენთები, მეც გემუდარები _ აქ დარჩე და გებღაუჭები ეკლებით. რამდენჯერ დათბა და აცივდა, რამდენჯერ დაგღალე ოცნებით. ყოველ გაზაფხულზე თავიდან მოვდივარ, შენთვის ვიფოთლები. გბანგავ ჩემი ნამის შარბათით, მკერდგაღეღილი და მკერდსავსე. მიღიმი და ცისფრად დამნათი ხომლი _ მოლიფლიფე ზეცაზე.
იმქვეყნად ვინ იცის, ვის ახსოვს, მეფეთა თუ დროთა მეფობა! შენ ისევ მეფე ხარ, ძვირფასო და ეტრფი ყვავილთა დედოფალს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ყველას დიდი მადლობა! გამიხარდა, რომ წაიკითხეთ. კიდევ უფრო _ რომ მოგეწონათ :)
jonatan livingstoni. არ მქონდა წაკითხული „ნაცრისფერთვალება მეფე“, რა საყვარელი ლექსია! დიდი მადლობა
ყველას დიდი მადლობა! გამიხარდა, რომ წაიკითხეთ. კიდევ უფრო _ რომ მოგეწონათ :)
jonatan livingstoni. არ მქონდა წაკითხული „ნაცრისფერთვალება მეფე“, რა საყვარელი ლექსია! დიდი მადლობა
7. რა ლამაზი ბალადაა...მომეწონა ძალიან...:-* ზეპირად სწავლა მომინდა... 5 რა ლამაზი ბალადაა...მომეწონა ძალიან...:-* ზეპირად სწავლა მომინდა... 5
6. კარგად არის დაწერილი კარგად არის დაწერილი
5. კარგია ძალიან. ლეგენდაა. :)
მხოლოდ, ერთგან რიტმი დაირღვა-შეიცვალა. ან, მე ვერ წავიკითხე კარგად. :) კარგია ძალიან. ლეგენდაა. :)
მხოლოდ, ერთგან რიტმი დაირღვა-შეიცვალა. ან, მე ვერ წავიკითხე კარგად. :)
4. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
3. "მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს, ატამი მაინც გაიკვირტება. მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს, ამაღამ არც ეს გამიკვირდება". _ ეს სიმღერა გამახსენა ამ ამბავმა რატომღაც.
ზღაპრის ფერები აქვს, სევდიანი. ის სურნელიც რა კარგი იყო, "ღილ-კილოს რომ აეკიდა".
"ბოჩოლები" კი ვერ მოვუხდინე, რა ვიცი.
"მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს, ატამი მაინც გაიკვირტება. მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს, ამაღამ არც ეს გამიკვირდება". _ ეს სიმღერა გამახსენა ამ ამბავმა რატომღაც.
ზღაპრის ფერები აქვს, სევდიანი. ის სურნელიც რა კარგი იყო, "ღილ-კილოს რომ აეკიდა".
"ბოჩოლები" კი ვერ მოვუხდინე, რა ვიცი.
2. ასე მეგონა ფილმს ვუყურე, ულამაზესი ფინალური კადრით.
ანა ახმატოვას "ნაცრისფერთვალება მეფეც" გამახსენა.
ასე მეგონა ფილმს ვუყურე, ულამაზესი ფინალური კადრით.
ანა ახმატოვას "ნაცრისფერთვალება მეფეც" გამახსენა.
1. ისტორიები ქმნიან სევდიან ისტორიებს არის შეფარული სინამდვილე ცხადი მისტერია, მისტერია. ამდროს განაჩენით ვერ განსაზღვრავ ვინ მოყვარეა და ვინ მტერია. იყოს ყველაფერი როგორც არის გათქმა უფერული მტვერია იცოდნენ ნაკვალევს მათისას სიხარულს ეს სევდა ერია. ისტორიები ქმნიან სევდიან ისტორიებს არის შეფარული სინამდვილე ცხადი მისტერია, მისტერია. ამდროს განაჩენით ვერ განსაზღვრავ ვინ მოყვარეა და ვინ მტერია. იყოს ყველაფერი როგორც არის გათქმა უფერული მტვერია იცოდნენ ნაკვალევს მათისას სიხარულს ეს სევდა ერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|